დინოზავრების პირველი შემოსევიდან 22 წლის შემდეგ
05 ივნისი, 2015
1228
print

 1993 წელს დედამიწაზე იურული პერიოდი დაბრუნდა, დინოზავრები ოკეანეში მიკარგულ კუნძულზე დასახლდნენ, გამრავლდნენ და ნადირობა დაიწყეს. მოგვიანებით მსგავსი რამ კიდევ ორჯერ განმეორდა, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში კი მათი ნაკვალევი აღარავის უნახავს. თუმცა 12 ივნისიდან ჩვენი პლანეტა ამ განსაცდელის წინაშე კიდევ ერთხელ დადგება, რადგან ამ დღეს ეკრანებზე „იურული სამყარო“ გამოდის და, მთავარია, ეკრანიდანაც არ გადმოვიდეს...

ჩვენი მაყურებელი კი ამ ფილმს 11 ივნისიდან ნახავს. კოლინ ტრევოროს ნამუშევარი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბლოკბასტერად მიიჩნევა, რისთვისაც რამდენიმე მიზეზი არსებობს: „იურული სამყარო“ სტივენ სპილბერგის მიერ შემქნილი კინოფრენჩაიზის მეოთხე ფილმია, აგრესიული და საკმაოდ ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია აქვს, რასაც უბრალო პროექტების შემთხვევაში არ მიმართავენ და, რაც მთავარია, პროტაგონისტს ბოლო დროის სუპერვარსკვლავი კრის პრატი თამაშობს, რომელმაც შარშან შესანიშნავ „გალაქტიკის მცველებში“ შესრულებული როლით დაგვამახსოვრა თავი.

1993 წლიდან 22 წელია გასული, შესაბამისად, ახალ ფილმშიც მოქმედება სპილბერგის ორიგინალი ნამუშევრიდან 22 წლის შემდეგ ვითარდება. კუნძულ ნუბლარზე პროფესორ ჯონ ჰამონდის (მის როლს პირველ ფილმში რიჩარდ ატენბორო თამაშობდა) ოცნება განხორციელდა და აქაურობა უზარმაზარ გასართობ პარკს წარმოადგენს. დრო გადის და პარკის დამთვალიერებელთა ნაკადი ნელ-ნელა იკლებს, ამიტომ მმართველები ახალი ატრაქციონის გახსნის გადაწყვეტილებას იღებენ, რისთვისაც დინოზავრის ახალ სახეობას - ინდომინუს რექსს გამოიყვანენ. ახალი სახეობა მეცნიერებისთვის სრულიად უცნობია, რაც მოულოდნელ საფრთხეს ნიშნავს. მალე პარკში სისხლიანი ატრაქციონი დატრიალდება, დინოზავრების დაწყნარება კი პოლიციელ ოუენ გრედის დაევალება, რომელსაც ნახსენები კრის პრატი თამაშობს.

18 ივნისს „დისნისა“ და „პიქსარის“ მორიგი ერთობლივი ნამუშევარი Inside Out გამოდის და ეს ალბათ მათი ყველაზე უჩვეულო ფილმი იქნება. ეს სამგანზომილებიანი ანიმაცია ადამიანის ხუთი ემოციის შესახებაა: სიხარული, დარდი, შიში, მრისხანება და ზიზღი პატარა გოგონაში ცხოვრობენ და მის ემოციებს მართავენ. გოგონას საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს, ამიტომ ემოციები გადაწყვეტენ გაერთიანდნენ და ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარონ.

თვის ბოლო ხუთშაბათს უხამსი კომედიების მოყვარულები გაიხარებენ, რადგან ეკრანებზე სეტ მაკფარლეინის სამი წლის წინანდელი ჰიტის, „ტედის“ მეორე ნაწილი გამოდის. ახალ ფილმში პლუშის დათუნია ტედი დაოჯახებული კაცია და შვილსაც ელოდება (ნუ მიკითხავთ, როგორ და რანაირად), მისი ბავშვობის მეგობარი ჯონი კი ახალ სიყვარულს ეძებს. თუმცა ეს მხოლოდ სიუჟეტის მცირე მონახაზია - ყველაზე მთავარი აქ მაკფარლეინის არანორმალურ გონებაში შობილი დიალოგები და სხვა სიგიჟეებია.

ამავე დღეს გამოვა გაქირავებაში დიდი სამეულის: სტივენ სპილბერგის, ფრენკ მარშალისა და კეტლინ კენედის პროდუსირებით შორეულ 1982 წელს გადაღებული „პოლტერგეისტის“ რიმეიკი, რომელიც პარანორმალური ისტორიების მოყვარულებს დააინტერესებს, 4 ივნისიდან კი უკვე გამოსულია მელისა მაკარტის კომედია „ჯაშუში“ და საშინელებათა „ასტრალის“ მესამე ნაწილი.

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან