კრისტოფერ ლი სიცოცხლის ბნელ მხარეს გადავიდა
11 ივნისი, 2015
1056
print

”საუკეთესო და ყველაზე ძლიერი პადავანი? როგორც ხელოვნებას, ძალას ისე ფლობდა? დიახ, იყო ასე. იყო ის ჩვენი ყველაზე დიდი იმედი და იმედგაცრუება ყველაზე დიდი”, - სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს ბრძენი იოდა გრაფ დუკუს, თავის ყოფილ მოსწავლეს, რომელმაც ძალის ბნელ მხარეს გადასვლის შემდეგ ახალი მასწავლებელი, დარტ სიდიუსი, იგივე იმპერატორი პალპატინი, სახელად კი დარტ ტირანუსი აირჩია. და სწორედ ისე, როგორც გრაფი დუკუ, მისი როლის შემსრულებელიც ახლა უკვე ბნელ მხარეს იმყოფება, თუმცა სიცოცხლის ბნელ მხარეს - დიდი სერ კრისტოფერ ლი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

”ბეჭდების მბრძანებლის” ფანი წერას ალბათ სარუმანის გახსენებით დაიწყებდა, ჯეიმს ბონდის სერიების თაყვანისმცემელი ფრანცისკო სკარამანგას დახასიათებით ფილმიდან ”ადამიანი ოქროს იარაღით”, კლასიკური ჰორორების მოყვარულებისთვის ის ერთმნიშვნელოვნად გრაფი დრაკულა იყო, სხვისთვის კი ნამდვილი როკვარსკვლავი - 90 წლის ასაკშიც რომ ჰევი მეტალ ალბომებს უშვებდა.

თუკი ოდესმე საკულტო ადამიანების სიას გააკეთებენ, კრისტოფერ ლი პიველ ათეულში აუცილებლად მოხვდება. მოხვდება იმ ადამიანების ჩამონათვალშიც, ვისი სიკვდილიც, ასაკის მიუხედავად, წარმოუდგენელი იყო. ის თითქოს მუდამ არსებობდა, ზუსტად ისე, როგორც გრაფი დრაკულა... და იქნებ ზუსტად ისე, როგორც გრაფი დრაკულა, კრისტოფერ ლიმაც დროებით გარიდება გადაწყვიტა და სადღაც, ბნელ და მიუწვდომელ ადგილას მორიგი ალბომის მეტალ ბალადებს ქმნის...

 

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში
15 ივლისი, 2015 ქართული მოკლემეტრაჟიანი ლოკარნოს კონკურსშია
13 ივლისი, 2015 ლევან გაბრიაძის Unfriended გაქირავებაში გამოდის
03 ივლისი, 2015 სტრიპტიზის დროა!