ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია)
11 ივნისი, 2015
1285
print

ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედის ფილიალი საქართველოში

ტენდერის გამოცხადება

1. ტენდერის საგანი

ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედის ფილიალი საქართველოში (შემდგომში „კომპანია“) აცხადებს ტენდერს 5000 (ხუთი ათასი) ტონა +/- 20% ტონა BRENT-ის და URALS-is ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით და აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს დაინტერესებულ მხარეებს.

2. პროდუქციის დახასიათება

კომპანია წარმოადგენს ნედლ ნავთობს შემდეგი ზღვრული ხარისხის მაჩვენებლებით:

BRENT: (სამგორის ნედლი ნავთობი)

სიმკვრივე - 20° C – 0,820-0,850გრ/სმ3

გოგირდის შემცველობა - მაქსიმუმ 0,3%

წყლის შემცველობა - მაქსიმუმ 1%

 

URALS: (თელეთის ნედლი ნავთობი)

სიმკვრივე - 20° C – 0,851-0,890გრ/სმ3

გოგირდის შემცველობა - მაქსიმუმ 1,3%

წყლის შემცველობა - მაქსიმუმ 1%

 

3. მიწოდების პირობები

ა) ნავთობი მიწოდების პირობები: EXW-გამარჯვება,  EXW- სართიჭალა ან FCA - ვაზიანი (INCOTERMS 2010).

ბ) FCA პირობების შესაბამისად მყიდველი ვალდებულია ტრანსპორტირების ხარჯები გადაიხადოს ვაზიანის სარკინიგზო ჩიხამდე (ობიექტის სტაციონარული კოდი - 56110); მყიდველი საკუთარი ხარჯით განახორციელებს აღნიშნული საქონლის სარკინიგზო ცისტერნებში ჩატვირთვას;

გ) მყიდველი ვალდებულია დაფაროს ტრანსპორტირების, უსაფრთხოებისა და მოცდენის ხარჯები, გარდა გამყიდველის მხრიდან გამოწვეული დაყოვნების ხარჯისა;

დ) კომპანიასა და ტენდერის გამარჯვებულს შორის გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნედლი ნავთობის მიწოდება განხორციელდება პარტიებით. მიწოდების ეტაპების სიხშირე და ცალკეულ ეტაპზე მისაწოდებელი ნედლი ნავთობის რაოდენობა განისაზღვრება ტენდერის გამარჯვებულთან დამატებით გაფორმებული დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

 ე) ძირითადი ხელშეკრულება გაფორმდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

4. საფასური და გადახდის წესი

ა) BRENT (სამგორის ნედლი ნავთობი)-ის ღირებულება განისაზღვრება „Plats Crude Oi Marketwire“-ის „Key Benchmarks”-ის სათაურის ქვეშ გამოქვეყნებული BRENT (DATED) ნედლი ნავთობისათვის დღიური საშუალო ფასების საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული ნეტო ბარელზე მყიდველის მიერ შემოთავაზებული  ფასდაკლება (მიწოდების წერტილის შემდეგ გასაწევი ხარჯების დაყოფა უნდა იქნას წარმოდგენილი).

ბ) URALS (თელეთის ნედლი ნავთობი)-ის ღირებულება განისაზღვრება „Plats Crude Oi Marketwire“-ის „Key Benchmarks”-ის სათაურის ქვეშ გამოქვეყნებული URALS(Ex Novorossiisk) ნედლი ნავთობისათვის დღიური საშუალო ფასების საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული ნეტო ბარელზე მყიდველის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლება(მიწოდების წერტილის შემდეგ გასაწევი ხარჯების დაყოფა უნდა იქნას წარმოდგენილი).

გ) მოცემული ღირებულება წარმოდგენილია ყველა გადასახადის გარეშე, ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე. ნებისმიერი ასეთი გადასახადებიგადახდილი იქნება მყიდველის მიერ.

დ) თითოეული მისაწოდებელი პარტიისათვის მიწოდების დაწყების წინ, რომელიც განისაზღვრება შესაბამის დანართში, მყიდველი გამყიდველის საბანკო ანგარიშზე განახორციელებს საავანსო თანხის ჩარიცხვას, რაც გამოთვლილია შემდეგი წესით:  საავანსო გადახდა BRENT (DATED)-ის და/ან URALS(Ex Novorossiisk)-ის მიმართ გამოთვლილია აშშ დოლარებში და შეადგენს: ა) შესაბამისი დანართის ხელმოწერის წინა დღისათვის „Plats Crude Oi Marketwire“-ის „Key Benchmarks”-ის სათაურის ქვეშ გამოქვეყნებული BRENT (DATED)-ისადა URALS(Ex Novorossiisk)-ის ტიპის ნავთობისათვის დაფიქსირებულ მაქსიმალურ დღიურ ფასს გამოკლებული მყიდველის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლება, და გამრავლებულს ბ) BRENT (DATED)-ისადა URALS(Ex Novorossiisk)-ისნედლი ნავთობის ბარელების სავარაუდო რაოდენობის110%-ზე (ასათი),რომელიც უნდა მიეწოდოს მყიდველს.

ე) მყიდველს შეუძლია გამყიდველს წარუდგინოს მასთან წინასწარ შეთანხმებული რომელიმე პირველი კლასის ბანკის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (SBLC). გარანტია (SBLC) უნდა ფარავდეს მყიდველისათვის მისაწოდებელი BRENT(DATED)-ისა და URALS(Ex Novorossiisk)-ის ნედლი ნავთობის ბარელების სავარაუდო რაოდენობის ღირებულების 110% (ასათი) პროცენტს და თითოეული დანართის ხელმოწერის დღიდან მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 30 კალნდარული დღე.

5. განაცხადის ვადები და სატენდერო პირობები

ა) სატენდერო განაცხადის წარდგენის წინ ტენდერის პრეტენდენტმა უნდა შეიძინოს ტენდერში მონაწილეობის ბილეთი, რომლის ღირებულებაა - 100 (ასი) ლარიდა უნდა ჩარიცხოს გამყიდველის ანგარიშზე. აღნიშნული ბილეთის ღირებულება არ ექვემდებარება ანაზღაურებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ტენდერი ჩაიშლება კომპანიის მხრიდან გამოწვეული რაიმე მიზეზით.

ბ) ტენდერის პრეტენდენტი ვალდებულია 2015 წლის 17ივნისს, 16:00 სთ-მდე წარადგინოს ტენდერში მონაწილეობის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მუხლში #7 მოთხოვნილი ინფორმაცია, ისევე როგორც ტენდერის პირობების მიღებისა და აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების განაცხადი შემდეგ მისამართზე; თბილისი, ჭირნახულის 9, ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედის ფილიალი; ტელ: (+995 32) 2407123.

გ) ტენდერი ჩატარდება 2015 წლის 17ივნისს. 17:00 სთ-ზე. ტენდერის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

6. გამარჯვებულის კრიტერიუმები

ტენდერის გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, ვინც  კომპანიას შესთავაზებს  ყველაზე მიმზიდველ კომერციულ პირობებს.

7. სხვა წარსადგენი დოკუმენტები და ინფორმაცია

ა) კომპანიის დაფუძნებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლები (წესდება, რეგისტრაციის დოკუმენტი);

ბ) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს პიროვნების უფლებამოსილებას აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით; (თუ ტენდერის მონაწილე არ არის საქართველოს მოქალაქე, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია); თუკი ტენდერის მონაწილე კომპანია წარმოდგენილია თავისი დირექტორის სახით, ინდმეწარმეთა რეესტრიდან წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ამონაწერი (არა-რეზიდენტი კომპანიის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნად მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოცემული პიროვნების წარმომადგენლობით უფლებას);

გ) ტენდერის მონაწილის გამოცდილება ნავთობის მარკეტინგის სფეროში;

დ) მონაცემები ტენდრის მონაწილის შესახებ (სახელი, საკონტაქტო მოსამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ტელეფონისა და/ან ფაქსის ნომერი, საბანკო მონაცემები);

ე) მონაცემები მიმღები ბანკის შესახებ, რომელიც გასცემს აკრედიტივს (SBLC);

ვ) ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიმართ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ლიცენზიები.

 8. დეტალები:

ჭირნახულის ქ. #9,

თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი - ლევან აფაქიძე

მობილური ტელ: +995 (595) 551139

ელ-ფოსტა: levan.apakidze@jindalpetroleum.ge

 ბანკის რეკვიზიტები:

მიმღები: ჯინდალ პეტროლეუმ (ჯორჯია) ლიმიტედის ფილიალი

საიდენტიფიკაციო კოდი: 205277118

ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი: BAGAGE022

ანგარიშის #: GE91BG00000003324787700GEL

სხვა სიახლეები
21 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 21 სექტემბერი, 2015 წ.
21 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 21 სექტემბერი, 2015 წ.
18 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 18 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 ამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება 10 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 10 სექტემბერი, 2015 წ.
10 სექტემბერი, 2015 კომპანია სალვუს დეველოპმენტი აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე.
17 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 17აგვისტო, 2015 წ.
17 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 17 აგვისტო, 2015 წ.
06 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 05 აგვისტო, 2015 წ.
06 აგვისტო, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 05 აგვისტო, 2015 წ