მოწვევა დეტალური საინჟინრო საპროექტო-სახართაღრიცხვო კონკურსში მონაწილეობის შესახებ
19 ივნისი, 2015
878
print

მოწვევა დეტალური საინჟინრო საპროექტო-სახართაღრიცხვო კონკურსში მონაწილეობის შესახებ 

გრანტის მიმღები: საქართველო

განმახორციელებელი უწყება: შპს „საქართველოს მელიორაცია“

პროექტის #: ORIO13/GE/01

პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის“ პროექტთან დაკავშირებით გრანტის მისაღებად მიმართა ჰოლანდიურ „ორიო“ პროგრამას, რომელსაც ხელმძღვანელობს „Netherlands Enterprise Agency RVO“ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროექტი ითვალისწინებს ყველაზე დიდი სარწყავი სისტემის და დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 30.000 ჰექტარზე მეტს. ზემო სამგორის სარწყავ სისტემას მართავს სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაცია“.

            ზემოაღნიშნული გრანტის პირველი, განვითარების ეტაპი ითვალისწინებს დეტალური საინჟინრო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტის მომზადებას, კერძოდ:

  1. ადგილის კვლევა (შედეგი 1)
  2. გარემოსა და სოციალურ სფეროზე ზეგავლენის შეფასება და გარემოს დაცვის სოციალური მართვის გეგმა (შედეგი 2)
  3. ფინანსური გეგმა და ეკონომიკური კვლევა (შედეგი 3)
  4. დეტალური საინჟინრო პროექტი (შედეგი 4)

 შპს „საქართველოს მელიორაცია“ იწვევს უფლებამოსილ კომპანიებს/კონსორციუმებს ზემოაღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დაინტერესებული კომპანიები/კონსორციუმები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დოკუმენტაცია კონკურსის გამოცხადებიდან 60 კალენდარულ დღეში არაუგვიანეს 2015 წლის 15 აგვისტოს, 18 საათამდე შესყიდვების სამსახურში, მისამართზე: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, მე-2 სართული.

საკონკურსო წინადადების შეფასება და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა განხორციელდება ორი-კონვერტის მეთოდით, ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასებით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა – 1 531 500 ევრო (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით).

საკონკურსო პირობებთან და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული განმარტებების მიღება კონკურსანტს შეუძლია ორიო გრანტის პროექტის მენეჯერისგან, ბატონ გიორგი კალანდაძე, gkalandadze@hotmail.com თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, მე-2 სართული.

საკონკურსო განცხადების დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში http://contest.procurement.gov.ge/ განცხადების N-1694.

ჩამოტვირთეთ და იხილეთ (eng. ვერსია)

 

 

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.