Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემები სრულად განთავსდა
24 ივნისი, 2015
1218
print

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google-ს რუკაზე თბილისის მონაცემების გადატანა დაასრულა. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდა ინფორმაცია დედაქალაქში არსებული ყველა შენობა-ნაგებობისა და გზათა ქსელის შესახებ. აღნიშნული მონაცემები დაახლოებით 3500 კილომეტრის სიგრძის გზათა ქსელს და 160 ათას შენობა-ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც შესაბამისი სამისამართო ნუმერაციითაა დანომრილი.

ამიერიდან ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, Google-ს რუკაზე მოიძიოს თბილისში არსებული ნებისმიერი შენობა, მათ შორის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება: საჯარო და კერძო სკოლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები.

მომდევნო ქალაქი, რომლის მონაცემების ასახვასაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო Google map-ზე დაიწყებს, გორი იქნება. ამას გარდა, მიმდინარე წელს რუსთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ ინფორმაციის განთავსებაცაა დაგეგმილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უკვე მესამე წელია სივრცით (გეოგრაფიულ) მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული. რუკას თანდათან ემატება შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის შესახებ.

Google-ს პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ნავიგაციის სისტემის, ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით სააგენტო მუშაობას კვლავაც გააგრძელებს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს