“დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
29 ივნისი, 2015
3890
print

 გუშინ ცნობილი გახდა იმ მსახიობების, რეჟისორებისა და დრამატურგების ვინაობა, ვისაც თეატრალური პრემია „დურუჯის“ მოპოვების შანსი აქვს. პრემია სეზონის საუკეთესო სპექტაკლსაც გამოავლენს. „დურუჯმა“ წელს სულ 22 თეატრის 37 განაცხადი მიიღო. ჟიურის ნომინაციების გადასანაწილებლად რამდენიმე კვირა ჰქონდა, საბოლოო კენჭისყრა კი მოგვიანებით, დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართება, რაც შემოდგომაზე, ყვარელში მდებარე მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში იგეგმება.

„დურუჯს“ ხუთი ძირითადი ნომინაცია აქვს: საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი (პრემია 14 ათასი ლარი), საუკეთესო მსახიობი ქალი და მამაკაცი (პრემია 2-2 ათასი ლარი), სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი (პრემია 2 ათასი ლარი) და საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი. ამ უკანასკნელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზს, 10 ათას ლარს გადასცემენ. ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ცისკრის“ მიერ დაწესებულ პირველ დამოუკიდებელ თეატრალურ პრემია „დურუჯს“ წელს მეშვიდედ გადასცემენ.

 

 

საუკეთესო სარეჟისორი ნამუშევარი

1. რობერტ სტურუა - „ასულნი“ -შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. დავით დოიაშვილი - „ფსკერზე“ -თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

3. ლევან წულაძე - „შეშლილის წერილები“-კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

4. ბესიკ კუპრეიშვილი-„თამაში მაგიდასთან“-თითების თეატრი

5. ანდრო ენუქიძე - „მაკბეტი“ -ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი

1. ნიკოლოზ საბაშვილი - „1945“ –ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი-

2. სოსო ბაკურაძე - „მატარებელი მოდის“ -მესხეთის(ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. ანი ხიდაშელი - „თავისუფალი პეპლები“-კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

1. გოგა გველესიანი - „ფსკერზე“-თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსაკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

2. ონისე ონიანი - „თამაში მაგიდასთან“ -თითების თეატრი3. ვანო იანტბელიძე - „ვინ გატეხა ქოთანი“ -თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

4. მერაბ კაკალია - „დაბრუნება“-ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი

5. კოკო როინიშვილი - „თავისუფალი პეპლები“-კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

საუკეთესო მსახიობი ქალი

1. მარინა კახიანი - „ასულნი“ -შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. ანა სანაია - „1945“ -ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

3. ნანა ბუთხუზი - „ფსკერზე“-თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსაკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

4. ბუბა გოგორიშვილი - „ფსკერზე“ -თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

5. ნიარა ჭიჭინაძე - „კალიგულა“ -ქ.ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

 

სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი

1. თამარ ბართაია - „კაბა და სარკე“-გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი

2. ოთარ ქათამაძე ,პაატა ციკოლია - „კალიგულა“-ქ.ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პრიფესიული სახელმწიფო თეატრი

3. ლაშა თაბუკაშვილი - „ათვინიერებენ მიმინოს“ -კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...