მეთორმეტე „საბა“
17 ივლისი, 2015
4265
print

ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საკუთარი ნომინანტები მეთორმეტედ გამოაცხადა. როგორც წესი, ამ დროისთვის ჯილდოს მფლობელების ვინაობა უკვე ცნობილი იყო ხოლმე, თუმცა ორიოდე წლის წინ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალის ჩატარების თარიღი შემოდგომაზე გადასიწიეს, რაც პრემიის ჟიურის შორტლისტში მოხვერდილი ნაწარმოებების ხელახლა, უფრო ყურადღებითა და ცივი გონებით შეაფასების საშუალებას აძლევს.

ამჯერად აკა მორჩილაძემ მხოლოდ რომანის ნომინაცია არ იკმარა და ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის განყოფილებაშიც გადაინაცვლა. ორ ნომინაციაშია აბო იაშაღაშვილი, რომელიც ერთდროულად ახერხებს იყოს დებიუტანტიც და ერთ-ერთი საუკეთესო რომანის ავტორიც. პოეტური კრებულისა და ესეისტიკა-დოკუმენტური პროზის ნომინაციებში გამარჯვებას შეეცდება გიორგი კეკელიძე, ამ უკანასკნელში მისი კონკურენტი კი „24 საათის“ მიერ გამოცემული თემურ გაბუნიას „ჯერომ სელინჯერი - ნამდვილი ბრძოლა“ იქნება.

გაგაცნობთ სრულ შორტლისტს, რომელსაც მოგვიანებით ქართული ლიტერატურის უცხოური თარგმანის ნომინაციაც დაემატება.

 

 საუკეთესო რომანი

აკა მორჩილაძე - „ქემერა“

აბო იაშაღაშვილი - „როიალ-მერი“

გელა ჩქვანავა - „მკვდარი ქვიშის უდაბნო“

ზურაბ ქარუმიძე - „ჯაზის ყვავილობა“

ლაშა თაბუკაშვილი - „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“

ლუკა ბაქანიძე - „მესამე ნაპირი“

მიხეილ ანთაძე - „სიცილია გვალვაში“

 

საუკეთესო პროზაული კრებული

გელა ჩქვანავა - „ფეისბუქზე“

გოგი ჩაგელიშვილი - „მხატვარი“

ინა არჩუაშვილი - „მას ერქვა ვატანაბე“

ლადო კილასონია - „ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად“

 

საუკეთესო პოეტური კრებული

გიორგი კეკელიძე - „პოეზია 2008-2013“

ლელა სამნიაშვილი - „ლოცვა აბსტრაქციად“

ნიკა ჯორჯანელი - „მექსიკური ჩიხი“

პაატა შამუგია - „შიზოგადოება“

სოსო მეშველიანი - „მიჟლაჰარ“

 

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

აბო იაშაღაშვილი - „ოსმალური მარში“

ბექა ადამაშვილი - „ბესტსელერი“

გიორგი წიკლაური - პიტერ აკროიდის "ლონდონი" (თარგმანი)

ივა ფეზუაშვილი - „ვცადე“

ოთარ ჯირკვალიშვილი - „კანფეტი“

ცოტნე ცხვედიანი - „ქალაქი და წმინდანები“

 

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

აკა მორჩილაძე - „ჩრდილი გზაზე“

გივი ალხაზიშვილი - „ორი სინამდვილის ზღვარზე“

გიორგი კეკელიძე - „გურული დღიურები“

თემურ გაბუნია - „ჯერომ სელინჯერი - ნამდვილი ბრძოლა“

ირაკლი მახარაძე - „დიადი მუნჯი“

ლევან ბრეგაძე, თეიმურაზ დოიაშვილი - „ვკითხულობთ კლასიკას“

ნაირა გელაშვილი - „ლიტერატურული წერილები, ესეები“

ნუგზარ მუზაშვილი - „ანალოგიები“

 

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ივანე ამირხანაშვილი - „დაკარგული ავტორის ძიებაში“

ლევან ბრეგაძე - „თარგმანი და ორიგინალი“

მალხაზ ხარბედია - „ტექსტი და სიმართლე“

 

საუკეთესო პიესა

ბასა ჯანიკაშვილი - „გაბრაზებული ჩიტი“

ზაზა აბზიანიძე - „ამბავი დე ლა მელასი“

დავით ალელიშვილი - „კოზმასა და დამიანესთან ახლოს“

ცოტნე ჩიქოვანი - „აგიხსნით სიყვარულს“

 

საუკეთესო თარგმანი

ანდრო ბუაჩიძე - „დიდი თანავარსკვლავედი“

დავით აკრიანი - მაიკლ კანინგემის „საათები“

ზაზა ჭილაძე - ჯულიან ბარნსის „დასასრულის განცდა“

ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე - კურტ ვონეგუტის „სარწეველა ფისოსათვის“

თამარ ჯაფარიძე - მარგარეტ ეტვუდის „ბრმა მკვლელი“

ლანა კალანდია - გაბრიელ გარსია მარკესის "იცხოვრო, რომ მოჰყვე"

ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ"

ნიკა სამუშია - სტივენ კინგის „ბნელი კოშკი“

ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“

 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...