„სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
31 ივლისი, 2015
4033
print

 ეს ამბავი ზუსტად ხუთი წლის წინ დაიწყო და პირველივე წუთებიდან მსოფლიო სენსაციად იქცა. მას უყურებენ, ელიან, განიხილავენ, აკრიტიკებენ ასპოილერებენ და, რაც მთავარია, ძალიან უყვართ. ეს სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ გახლავთ, HBO-ს მორიგი მასშტაბური და საუკეთესო ხარისხის სატელევიზიო შოუ, რომლის შემქმნელებმაც ფინიშის დრო მონიშნეს - სერიალი კიდევ სამ სეზონს გაგრძელდება.

სწორედ ასე განაცხადა HBO-ს პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა მაიკლ ლომბარდომ, შოუს სცენარის ავტორები, დევიდ ბენიოფი და დ. ბ. ვეისი კი აცხადებენ, რომ შვიდი სეზონი სრულებით საკმარისი იქნებოდა. „იმთავითვე შვიდი სეზონი გვქონდა დაგეგმილი, მით უფრო, რომ ეს ციფრი მთელ ამ ისტორიას იდეალურად შეესაბამება: შვიდი ღმერთი, შვიდი სამეფო, შვიდი სეზონი... ჩვენი აზრით, ასე უფრო სწორი იქნებოდა, თუმცა არხს თავისი გეგმები აქვს და კიდევ ერთი სეზონის დამატება მოგვიწევს“, - აცხადებენ სცენარის ავტორები.

მაყურებლისთვის, ცხადია, ამ უკანასკნელთა აზრი უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საუკეთესოდ იცნობენ ჯორჯ მარტინის მიერ შექმნილ სამყაროს, მეხუთე სეზონის შემდგომი ისტორიების მოფიქრება კი ფაქტობრივად თავად მოუწევთ, რადგან, როგორც, ფრენჩიზის ფანებისთვისაა ცნობილი, ბატონი მარტინი სერიალის ტემპს ვეღარ ეწევა და, ვფიქრობთ, წიგნების წერა საერთოდაც მიატოვა.

პარალელურად კი ჭორის დონეზე პრიკველი სერიალის გადაღების შესახებაც საუბრობენ, რასაც ლომბარდო ნაწილობრივ ადასტურებს კიდეც: „პრიკველ ისტორიებში საკმაოდ ბევრი საინტერესო ამბავია, მათ შორის ორიგინალი ისტორიისგან დამოუკიდებელი სიუჟეტებიც“. ეს იდეა ჭკუას მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ, მით უფრო, რომ შემქმნელები უკვე საუბრობენ სერიალის დასრულებაზე, მაყურებელი კი აუცილებლად მოითხოვს შემდეგ ლუკმას.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ვინაიდან მეექვსე წიგნი ჯერ არ გამოსულა, სერიალის ავტორების გარდა არავინ იცის თუ როგორ გაგრძელდება ეს ეპიკური ისტორია. მეტიც, ფანების ვარაუდების მიუხედავად, სულაც არ არის გამორიცხული, ჯონ სნოუ ნამდვილად მკვდარი იყოს, მელისანდრამ კი მის გასაცოცხლებლად თავის შეწუხება არ ინებოს. არ არის ცნობილი ისიც, თუ რა ბედი ეწევა ცხენოსანთა ალყაში აღმოჩენილ დაენერისს ან გადარჩნენ თუ არა კოშკიდან გადმოფრენილი თეონი და სანსა. თუმცა ეს კარგიცაა, რადგან სერიიდან სერიამდე ამბავს არავინ დაგისპოილერებთ.

მოკლედ, სადაც ხუთი წელი, იქ სამიც - 2018 წელს ეს ყველაფერი დასრულდება და ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, ვინ დაეპარტონება რკინის ტახტს ან თეთრი მოსიარულეების შემოსევის შემდეგ მისი დარდი ვინმეს კიდევ ექნება თუ არა.

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან