როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
11 აგვისტო, 2015
4018
print

თემატური და. რაც მთავარია, ოფიციალურად ხელმისაწვდომი ვებპორტალების სიმრავლის მიუხედავად, ფაქტია, რომ პორნო კინოინდუსტრიას საუკეთესო პერიოდი არ უდგას. ამ ჟანრს აყვავების ხანა 70-80-იან წლებში ჰქონდა და საუკეთესო ნამუშევრებიც მაშინ შეიქმნა. ახლა მისგან მხოლოდ ძველი დიდებაა შემორჩენილი, რის გამოსწორებასაც პორნოფილმების შემქმნელები აქტიურად ცდილობენ. სწორედ ამ მისია ემსახურებოდა პორტალ PornHub-ის ამბიციური პროექტი - ფილმის კოსმოსში გადაღების იდეა, რომელიც, სამწუხაროდ, უმოწყალოდ ჩავარდა - პორტალმა ფილმის გადასაღებას საჭირო თანხის შესაგროვებელი ანგარიში დახურა.

კოსმოსური მისიისთვის მზადება „პორნჰაბმა“ ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო და კოსმოსში გადასაღები ფილმის ბიუჯეტის შესაგროვებლად ანგარიშიც გახსნა. როგორც საიტის ადმინისტრაცია ვარაუდობდა, თუ ფილმ Sexplorations-ისთვის საჭირო 3,4 მილიონი დოლარი დროულად შეგროვდებოდა, მაშინ გადაღებებს 2016 წელს დაიწყებდნენ, მანამდე კი მსახიობებს, ევა ლოვიასა და ჯონი სინსს უწონადობაში მუშაობისთვის მოამზადებდნენ.

პროექტის პროდუსერები გადამღები ჯგუფის გაგზავნას დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფ სადგურზე აპირებდნენ. „კოსმოსში ადამიანის ყოფის ყველა ასპექტს იკვლევენ და რატომ არ შეიძლება გამოვიკვლიოთ სექსიც. არმსტრონგისა და გაგარინის კვალდაკვალ „პორნჰაბი“ კოსმოსის ათვისებას აპირებს და ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის. ამიტომ შემოგვწირეთ ნებისმიერი თანხა, ყველაზე ხელგაშლილ სპონსორებს კი სცენარში კორექტივების შეტანის უფლება ექნებათ“, - წერდნენ პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ანგარიშის გახსნიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში პროექტის განსახორციელებლად მთელი მსოფლიოდან მხოლოდ 8,5 ათასი დოლარი ჩარიცხეს, რაც იმთავითვე ვერ იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს. ასეც მოხდა - ერთი წლის შემდეგ ანგარიშზე მხოლოდ მთლიანი თანხის 7% დაირიცხა, რაც ძალიან ცოტაა, ამიტომ „პორნჰაბმა“ ასეთ მასშტაბურ იდეაზე უარი განაცხადა.

არადა, „პორნჰაბის“ მიერ ორიოდე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „ვარსკვლავური ომების“ ან „ვარსკვლავური გზის“ პორნორიმეიკები და უცხოპლანეტელი პერსონაჟები მაყურებელში ჯერ კიდევ სარგებლობს ინტერესით ანუ კოსმოსის თემა ნამდვილად აქტუალურია. ამიტომ, წესით, პროექტს გაცილებით მეტი მხარდამჭერი და დამფინანსებელი უნდა ჰყოლოდა, მით უფრო, რომ „პორნჰაბს“ წლის განმავლობაში 16 მილიარდზე მეტი მნახველი ჰყავს. მათი ნაწილი ამგვარ სანახაობაზეა დამოკიდებული, ამიტომ შემოწირულობაც უნდა გაეღოთ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჟანრს დიდი ხანია არც თუ კარგი პერიოდი უდგას...

 

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან