METALLICA&SEPULTURA;
14 აგვისტო, 2015
4593
print

ტრეშის პიონერები,METALLICA და SEPULTURA. ორი მეგაბენდი. ამერიკელები ახალ ალბომზე მუშაობენ. ბრაზილიელები ინერციით უკრავენ.

მისტერ Tim Virgin ჩიკაგოს რადიოსადგურზე, WLUP-FM 97.9-ზე მუშაობს და მისტერ ვერჯინი დაელაპარაკა METALLICA-ს გიტარისტს, ელეგანტურ და ლეგენდარულ Kirk Hammeth-ს. ჯგუფი იყო ჰედალაინერი ფესტივალზე Lollapalooza. და საერთო, რა ხდება ახალი ალბომის ამბავში?

Kirk Hammeth: „ამ ეტაპზე კონცერტებს შორის დიდი ბრეიქები გვაქვს. არ მინდა ფანებს ეგონოთ, რომ ჩვენ ყველაფერი მოგვბეზრდა, გვეზარება წერა, სცენაზე გამოსვლა, ჩიზბურგერების დამზადება ტურ-ავტობუსში. არა, ეს ყველაფერი იყო, არის და იქნება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ჯგუფი ახალ ალბომზე მუშაობს და ძირითადადი დრო ამ პროცესს მიაქვს. ვიკრიბებით სტუდიაში, ვწერთ და კორექტირებას ვუკეთებთ ახალ სიმღერებს. ხო ხვდები, თუ გადავწყვიტეთ შევქმნათ რაღაც ახალი, განსაკუთრებული, ეს პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს პროცესი ახალი, საინტერესო, ძველი ჩანაწერებისგან განსხვავებული დისკით დამთავრდება. ძაან მაგარი ალბომი იქნება. აი, ძაან!“

Max Cavalera იყო SEPULTURA. მაქსი იყო ლეგენდარული ტრეშ-მანქანის ვოკალი, პულსი, ხერხემალი, მუშტი. მაქსი დღეს წერს და იღლება ჯგუფში SOULFLY. სერ კავალერა შეაწუხა საინფორმაციო პორტალმა Sticks For Stones.

-  უსმენ SEPULTURA-ს ბოლო ალბომებს? ან, იმას, რაც ჯგუფმა შენი წასვლის შემდეგ ჩაწერა?

-  არა, ღადაობ? საერთოდ არ მაინტერესებს, ტიპები რაც წერენ, რას უკრავენ, რას ჭამენ, როგორ მუშაობენ სტუდიაში. საერთოდ არაფერი არ მაინტერესებს. და ვიცი, რომ ჯგუფის ბევრი ფანი თვლის, რომ ის, რაც SEPULTURA-მ ჩემს გარეშე ჩაწერა, არის piece of shit. ჯგუფი სულ უფრო ქვემოთ ეშვება. ეს არ არის კარგი, მაგრამ რაც უნდოდათ, ის მიიღეს. თანამედროვე SEPULTURA არის რეგრესი, უინიციატივო ბენდი,რომელიც ვერ წერს საინტერესო, დასამახსოვრებელ მუსიკას. მე ვამაყობ იმ დისკებით, რაც ბიჭებთან ერთად SEPULTURA-ში ჩავწერე, მაგრამ ეს ძაან ადრე იყო.

-  ჯგუფის წევრებთან კონტაქტი გააქვს?

-  არა, არანაირი. ჩვენ ვიჩხუბეთ და როგორც კი შანსი აქვთ, ტიპები ეგრევე ჩემზე რამე ცუდს ამბობენ, მამცირებენ. ეს არამეგობრულია. და თუ მე ადრე ყოველთვის ვამბობდი, რომ SEPULTURA-ს წარმატებას ვუსურვებ, დღეს მშვიდად შემიძლია ვთქვა, რომ მკვდარ, უემოციო ჯგუფს და ამ ჯგუფის ბრექ ტიპებს მე არ ვიცნობ. მახსოვს, რომ არის ეს ჯგუფი და არ მაქვს სურვილი „ბიჭებთან“ ურთიერთობის. ყველას თავისი გზა აქვს. მე ჩემი გზა ავირჩიე. მე დიდ დროს ვუთმობ SOULFLY-ს, მალე ჩვენი ახალი ალბომი გამოდის. პერსპექტივაში არის ჩემი მეორე პროექტის, KILLER BE KILLED ახალი დისკიც. მაგარ ფორმაში ვარ და თქვენც იგივეს გირჩევთ. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...