ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
30 სექტემბერი, 2015
1244
print

რატომ არ უნდა ენდო მამაკაცს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მელისა მარგარიტა კალდერონ ოხედამ იცის. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს, 30 წლის, მექსიკური ნარკოკარტელის უსასტიკესი ბოსი, პოლიციას მისმა საყვარელმა ბოიფრიენდმა გადასცა. მის თვალწინ სასტიკი ქალბატონი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც ლა ჩინა, რიგითი ბანდიტიდან მანიაკად გარდაისახა.

კარიერის უმაღლეს საფეხურზე

ლა ჩინა მექსიკის ორგანიზაბული დანაშაულის სამყაროში 2005 წელს შევიდა. გოგონამ დამასოს ნარკოკარტელთან დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც მჭირდო კავშირში იყო სახელგანთქმული სინალოას დაჯგუფებასთან და მის შეფთან - ელ ჩიპო. მტკიცე ხასიათისა და შინაგანი სისასტიკის მეოხებით გოგონამ სწრაფი კარიერული წინსვლა განიცადა ნარკოკარტელის იერარქიულ საფეხურებზე. 2008 წელს მელისა უკვე ხელმძღვანელობდა ბოევიკების ჯგუფს, რომელსაც ევალებოდა დამასოს კლანის გავლენის სფეროების გაფართოვება. ლა ჩინას ძალაუფლების არეალში აღმოჩნდა ლა-პასი -  სამხრეთ, ქვემო კალიფორნიის უმთავრესი ქალაქი და მთელი მსოფლიოს ტურისტული მექა - კურორტი კაბო-სან-ლუკასი.

მისი ”მოღვაწეობის” 7 წლის განმავლობაში სამხრეთ, ქვემო კალიფორნიაში მკვლელობების რიცხვი სამჯერ გაიზარდა. სასტიკი გოგონას გუნდმა საკუთარი ხელწერა შეიმუშავა: ლა ჩინას ხელმძღვანელობით კარტელის ქილერები საკუთარი სახლებიდან იტაცებდნენ დაჯგუფებისთვის არასასურველ ადამიანებს, უსწორდებოდნენ მათ და შემდეგ ნაკუწ-ნაკუწ აჩეხილ გვამებს, საზოგადოების დასანახად, მათივე სახლების კარებთან ყრიდნენ.

პერსონალთან მუშაობა

კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ლა ჩინა თავის ქილერებს კოკაინის პაკეტებით აჯილდოვებდა. მისი ჰობი - ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციონერობა - კოლეგა მამაკაცების თვალში პატივისცემას იმსახურებდა. თავისუფალ დროს კი მექსიკელი ქალბატონი სიამოვნებით პოზირებდა, ფოტოსესიას აწყობდა საყვარელი ექსპონატებით ხელში.

ამ პერიოდში მელისამ სამსახურეობრივი რომანი გააბა თავის ქვეშევრდომ პედრო გომესთან, რომელსაც მეტსახელად ელ ჩინო უწოდეს.

თავისი საქმე

2015 წლის ივნისში დამასოს რიგებს დაუბრუნდა აბელ კინტერო, რომელმაც 7 წელი ციხეში გაატარა. სწორედ მის მოვალეობას ასრულებდა ამ წლების განმავლობაში ელ ჩინა. ქალბატონს თხოვეს დაეტოვებინა თანამდებობა. განრისხებულმა კალდერონ ოხედამ განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას, მაგრამ საკუთარ დაჯგუფებას შექმნის.

ლა ჩინამ ნამდვილი ომი გამოუცხადა მის ყოფილ კოლეგებს დამასოდან, რომლებმაც უარი თქვეს დაეთმოთ მისთვის თავისივე ბოევიკების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები. მარჯვენა ხელად ლა ჩინამ მისივე ბოიფრიენდი პედრო გომესი (ელ ჩინო) დაისვა. მის გარემოცვაში აგრეთვე აღმოჩნდა დამასოს მთავარი ქილერი სერხიო ბელტრანი (მეტსახელად ელ სკარი), ნარკოტიკების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი როხელიო ფრანკო (ელ ტაისონი) და გაყიდვების დარგში მთავარი მენეჯერი პედრო ცისნეროსი (ელ პიტერი).

ლა ჩინას მხარეს გადავიდა 300-ზე მეტი ქუჩის დილერი და რიგითი ბოევიკი (ისინი წითელი ფერის მოტოციკლებით დადიოდნენ, რომ ყველას სცოდნოდა - ლა ჩინას კაცი მოდის)

კალდერონ ოხედას და მის მეგობარ მამაკაცს მუდმივად უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რადგან მათი დაპატიმრება ლა-პასის პოლიციის უმთავრესი ამოცანა გახდა. ლა ჩინას ორთვიანი მეფობის პერიოდში ლა-პასში უფრო მეტი მკვლელობა მოხდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. თავის მსხვერპლს ბანდა საიდუმლო საძმო სასაფლაოზე მარხავდა.

ადამიანური ფაქტორი

ლა ჩინას სისასტიკის გამო დაჯგუფების წევრებს თანდათან შიში შეეპარათ. მისი გარემოცვიდან ვიღაცეებს მეტისმეტად ეჩვენებოდათ ლა ჩინას დაუცხრომელი სურვილი, სიკვდილის წინ კიდურები მოეკვეთა მსხვერპლისთვის და სიკვდილით დაესაჯა შემთხვევითი, აბსოლუტურად უდანაშაულო მოქალაქეები.

პირველად პანიკაში ელ ტაისონი ჩავარდა, როცა მელისა მისი მშობლების მეგობრებს გაუსწორდა. საცოდავ წყვილს ლა ჩინასთვის უბრალოდ სატვირთო მანქანა უნდა მიეყიდა, მაგრამ ფულის ნაცვლად მათ თითო ტყვია მიიღეს. შეიტყო, თუ არა მისი ნაცნობების მკვლელობის შესახებ, დილერმა განაცხადა, რომ პოლიციას მიაკითხავდა, მაგრამ პოლიციის განყოფილებამდე ვეღარ მიაღწია. ის განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს: მისი ხელებმოკვეთილი გვამი პოლიციამ დასჯიდან ერთი თვის შემდეგ აღმოაჩინა. 

განრისხებული ლა ჩინა ვერ ფარავდა დაუოკებელ სურვილს შური ეძია თავის კოლეგებზე დამასოს კლანიდან. მან მსხვერპლად კლანის ერთ-ერთი მეთაური და მისი მეგობარი გოგონა ამოირჩია. მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ მისი მეგობარი გოგონა საიქიოს გაისტუმრეს.

ლა ჩინას სისასტიკით დაბნეულმა ბოიფრიენდმა პედრო გომესმა კარტელი დატოვა და გადაწყვიტა პოლიციასთან ეთანამშრომლა.

ის პოლიციას შეჰპირდა, რომ უჩვენებდა მსხვერპლთა დასაფლავების ადგილს და შეატყობინებდა ლა ჩინას ადგილსამყოფელს. სანაცვლოდ კი სასამართლოში შეღავათები მოითხოვა. ელ ჩინოს ინფორმაციის წყალობით, მისი სასტიკი საყვარელი, პოლიციამ ერთი გასროლის გარეშე დააკავა, როცა ნარკობარონი მის მიერ კონტროლირებადი შტატის დატოვებას აპირებდა. ლა ჩინა კაბო-სან-ლუკასის აეროპორტში დააპატიმრეს.

მექსიკური ნარკოკარტელის უსასტიკესი ბოსი ლა-პასის ციხეში გამოამწყვდიეს. ამჟამად ის მეხიკოში გამოძიების კითხვებს პასუხობს. 2016 წელს კი ის სასამართლოს წინაშე წარსდგება, სადაც მას 150-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში წაუყენებენ ბრალს.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
18 თებერვალი, 2015 ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
24 მარტი, 2014 გიორგი ბარამიძე: “ასეთი მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ მახსენდება”