ჰოუკინგი: ”კაცობრიობის ხსნა სადღაც სამყაროში, ახალი ნავსაყუდელის მოძებნაშია”
02 ოქტომბერი, 2015
1948
print

გიგა გურასაშვილი 

ბრიტანელი ფიზიკ-თეორეტიკოსი სტივენ ჰოუკინგი, როგორც ყოველთვის სასურველი რესპოდენტია, მისი პასუხები კი მეტად თამამი და საინტერესო. ასე რომ, ესპანურ ”ელ პაისთან” (El Pais) საუბარშიც ბევრ საინტერესოზე ამახვილებს ყურადღებას. სხვა მრავალთა შორის მეცნიერებასთან ღმერთის შესაძლო კავშირზეც საუბრობს. ამასთან მომავალს ჭვრეტს და გვაფრთხილებს, რომ უახლოესი ასი წლის განმავლობაში კომპიუტერი კაცობრიობას დაიმონებს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ადამიანი კარგი მეცნიერი იყოს და იმავდროულად ღმერთის სწამდეს, ანაც ერთხელაც ადამიანმა რელიგიაზე და ღმერთზე თქვას უარი, ჰოუკინგი პასუხობს, რომ სიტყვა ”ღმერთს” განყენებულად იყენებს ისევე, როგორც ამას აკეთებდა ალბერტ აინშტაინი ბუნების კანონებზე საუბრისას და იქვე განმარტავს: ”სამეცნიერო კანონები საკმარისად ხსნის სამყაროს წარმოშობას. აუცილებელი არაა, მასში გავრიოთ ღმერთი”.

ბრიტანელ მეცნიერს გვერდი არ აუვლია არამიწიერ ცივილიზაციებთან შესაძლო კავშირზე. ჰოუკინგს მიაჩნია, რომ დედამიწაზე მათ (უცხოპლანეტელთა) გამოჩენას გარკვეული შედეგები მოჰყვება.

”თუ უცხოპლანეტელები დედამიწას ეწვევიან, შედეგი კოლუმბის მიერ ამერიკის კონტინენტზე ფეხის დადგმის მსგავსი იქნება, რაც ადგილობრივ ამერიკელთათვის არცთუ კარგად დასრულდა. ამდენად განვითარებული უცხოპლანეტელები, შესაძლოა, უფრო მომთაბარეები აღმოჩნდნენ, რომელთა მიზანიც ამა თუ იმ პლანეტის დაპყრობა და მისი კოლონიზაცია იქნება”.

მეცნიერი სერიოზულ საფრთხეს ხედავს კომპიუტერებშიც. ჰოუკინგის თქმით, უახლოესი ასი წლის განმავლობაში ისინი (კომპიუტერები) ადამიანებზე ჭკვიანები გახდებიან. გარდა ამისა, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს ხელოვნური ინტელექტის მიერ კაცობრიობის დამონებას.

”როცა ეს მოხდება, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ კომპიუტერებს ჩვენი მსგავსი მიზნები ექნებათ...

ვფიქრობ, ადამიანთა მოდგმის ხსნა სადღაც სამყაროში, ახალი ნავსაყუდელის მოძებნის შესაძლებლობაშია, რადგან მეტად დიდია საშიშროება, რომ დედამიწას თავს დაატყდეს უბედურება. აქედან გამიმდინარე მინდა საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს კოსმოსში ფრენის მნიშვნელობაზე”.

სხვათა შორის, სტივენ ჰოუკინგისა და ამერიკაში მცხოვრები რუსი ინტერნეტ-მეწარმის იური მილნერის ძალისხმევით, უახლოეს მომავალში არამიწიერი ცივილიზაციებიდან სიგნალის მისაღებად უმსხვილესი - 100 მილიონიანი პროექტი Breakthrough Listen ამოქმედდება. 

და ბოლოს, ესპანური გამოცემის დახმარებით ჰოუკინგის ოცნებაზეც ვიტყობთ. ასეთი რამ კი ”ვირჯინ გალაქტიკით” (Virgin Galactic) კოსმოსში გაფრენა ყოფილა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“