დედამიწა შესაძლოა უფრო ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი სხვა პლანეტები
23 ოქტომბერი, 2015
2006
print

გიგა გურასაშვილი

ის, რომ გარე სამყაროდან რომელიმე უცხო ცივილიზაციას ჩვენამდე ხმა არ მოუწვდენია, ადამიანებს მოსვენებას უკარგავს. კაცობრიობის სწრაფვა სადღაც შორეულ კოსმოსში, რამდენიმე ასეულ ათასობით თუ მილიონობით სინათლის წლის დაშორებით აღმოაჩინოს ამა თუ იმ სახით სიცოცხლის ფორმა ან ხმა მიაწვდინოს გონიერ არსებებს, უმთავრეს ამოცანად რჩება.

ამასობაში ამერიკელ მკვლევართა ერთი ჯგუფი სამყაროს ხილულ საზღვრებში უცხოპლანეტური სიცოცხლის არარსებობას თავისებურად განმარტავს, რომლის მიხედვითაც დედამიწის მსგავსი პლანეტები ჯერაც ჩამოყალიბების საფეხურზე არიან.

ახალი თეორიული კვლევის თანახმად, მაშინ როდესაც ჩვენი მზის სისტემა ყალიბდებოდა, სამყაროში პოტენციურად ოდესღაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტების მხოლოდ რვა პროცენტი არსებობდა.

ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society,-ში გამოქვეყნებული სტატიიდან ვიტყობთ, რომ დედამიწა ერთ-ერთი პირველი პლანეტაა, რომელმაც სხვებთან შედარებით სიცოცხლის ჩასახვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ყველა საფეხურის გავლა მოასწრო.

მეცნიერები ასეთ დასკვნამდე კოსმოსური ტელესკოპების ”ჰაბლისა” და ”კეპლერის” მიერ შორეულ გალაქტიკებზე დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებთან მუშაობის შემდეგ მივიდნენ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტების 92 პროცენტი სამყაროში ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია ან არ დაბადებულა.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ დედამიწა შედის პლანეტების იმ 8 პროცენტში, რომლებიც შედარებით ადრე ჩამოყალიბდნენ, ხოლო პლანეტების დარჩენილი 92 პროცენტი ჩამოყალიბების ადრეულ საფეხურზე იმყოფებიან. განვითარების ასეთი პროცესი მაშინაც არ შეწყდება და გაგრძელდება, როდესაც მზე საკუთარ მარაგს ამოწურავს, ”დაიწვება”. უხეში გათვლებით ჩვენს მანათობელს ექვსი მილიარდი წლისთვის სამყოფი საწვავი აქვს.

მეცნიერთა გათვლებით, ამჟამად ჩვენს გალაქტიკაში (ირმის ნახტომში) დედამიწის მსგავსი დაახლოებით მილიარდი პლანეტაა. 

სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი ასჯერ გაიზრდება, ხოლო იმის ალბათობა, რომ ერთი არამიწიერი ცივილიზაცია მაინც არსებობს, 90 პროცენტს უტოლდება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“