მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
18 ნოემბერი, 2015
1053
print

თაკო სალთხუციშვილი

„ახალი პროექტი „საბაგირო“ ხელოვანებს გააერთიანებს,“ – მითხრა მეგობარმა ბედნიერი ღიმილით.

„საბაგირო“ ვიღაცისთვის შეიძლება მხოლოდ ბიზნესია, ზოგისთვის - უკვე გამოცდილი და გემოვნებიანი გუნდის მიერ გაკეთებული ახალი ივენთების სერია, შედარებით ცოტასთვის კი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების აღმოჩენის საშუალებად აღიქმება.

ჩემთვის „საბაგირო“ ყოველთვის რაღაც სიმძიმის, ტვირთის მზიდველ მანქანასთან ასოცირდებოდა და ამ ივენთების სერიას, ისევე, როგორც თავის დროზე „Tbilisi Summer Set”-ს, საქართველოს ახალგაზრდებისთვის ნაწილობრივ ტვირთის შემამსუბუქებელ, გამახალისებელ და განმაახლებელ პროექტად ვთვლი. აბა წარმოიდგინეთ რამხელა შრომა და ნებისყოფაა საჭირო ნებისმიერი ახალი საქმის გასაკეთებლად! მირანდა ესაკია თავის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მჭადს კი არ გვიცხობს...ის ყოფილი და უკვე კარგად ნაცნობი იპოდრომის ტერიტორიას კიდევ ერთხელ გაანათებს, ფრანგი არტისტის Rone-ს ლაივ პერფორმანსს შემოგვთავაზებს და რაც ყველაზე მთავარია - ყოველი „საბაგიროს“ მომავალ სტუმარს, მომავალ მგზავრს თავად მსმენელს აარჩევინებს!

როგორც პრეს-რელიზში წერია - „საბაგირო“ თვეში ერთხელ კონცეპტუალური ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს, რომელშიც მუსიკა და ვიზუალური ხელოვნების სხვა სფეროები გაერთიანდება“. ამ პროექტის მიზანი კი ნათელია - აღმოაჩინოს ის ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები, რომლებსაც სჭირდებათ შანსი „გარეთ გამოსვლის“ და საკუთარი ხელოვნების დამტკიცების!

„ახალი პროექტის იდეა ჯერ კიდევ ფესტივალის Tbilisi Summer Set დროს გაგვიჩნდა, როდესაც გავიცანით ახალგაზრდა გამომგონებლები, არქიტექტორები, ფოტოგრაფები. მათ სჭირდებათ სივრცე, სადაც ადამიანები მივლენ და ნახავენ მათ ნამუშევრებს. ასევე მივხვდით, რომ მსმენელი მზადაა იმაზე მეტი მოისმინოს, ვიდრე საქართველოში პოპულარული ტექნო ან ტექ-ჰაუსია“,-ამბობს პროექტის PR-მენეჯერი ნიკა დვალიძე.

თვეში ერთხელ მსმენელი ონლაინ-ინტერაქტივის საშუალებით თავად გეგმავს ღონისძიებას: სწორედ ის ირჩევს მუსიკალურ ჟანრსა და თემატიკას (Breakbeat, Disco, Downtempo, Chill-out, House music, Glitch, IDM, Techno, Trance, 2-Step Garage, Trip-Hop, Hip-Hop).

ყოველთვიურ ივენთში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუსიკოსებს,გამომგონებლებს, არქიტექტორებს, ფოტოგრაფებს, დიზაინერებს, სხვადასხვა ინსტალაციების ავტორებს,ყველას, ვისაც სურს და სჭირდება საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენა.

არტისტებს უკვე შეუძლიათ გამოეხმაურონ პროექტს Facebook გვერდის (https://www.facebook.com/OldSabagiro), ან E-mail-ის საშუალებით. (info@mtvralialubali.ge).

შერჩეული მონაწილეებიდან საუკეთესოებს „საბაგირო“ ნამუშევრებს დაუფინანსებს.

ამ ყველაფრის გარდა პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტრეინინგები და ვორკშოფები, გამოფენები და ფლიმარკეტები შედგება. ასევე იგეგმება მემორანდუმების გაფორმება სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან.

„საბაგირო“ ზრუნავს სოციალურ გარემოზე...

 

თაკო სალთხუციშვილი
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...
30 აგვისტო, 2015 SCORPIONS დელუქს-გამოცემებში