რელიგიურობა და მეცნიერება პროცენტებში
05 დეკემბერი, 2015
1700
print

გიგა გურასაშვილი

შეიძლება თუ არა, რომ მეცნიერს ღმერთის არსებობის სჯეროდეს? ან ის თუ შეიძლება, რომ მეცნიერება და რელიგია თანაარსებობდნენ? საკითხით, ალბათ, არაერთხელ დავინტერესებულვართ და პასუხიც იმის მიხედვით მიგვიღია თუ ვინ რა დოზითაა რელიგიური ან ათეისტი. ასე რომ, უინტერესო არ უნდა იყოს რაისის უნივერსიტეტის (ჰიუსტონი, ტექსასი) რელიგიათმცოდნეებისა და სოციოლოგების მიერ ახლახანს ჩატარებულ პირველ მასშტაბურ კვლევასთან გაცნობა, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო თუ რამდენ მეცნიერს სჯერა ღმერთის ანაც აქვს ათეისტური შეხედულებები.

მაშ ასე, ინდოეთის, იტალიის, ტაივანისა და თურქეთის მეცნიერების ნახევარზე მეტი საკუთარ თავს რელიგიურად მიიჩნევს. აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში რელიგია დიდი გავლენით თუ პოპულარობით სარგებლობს.

და მაინც, არის გამონაკლისებიც, რომლის მიხედვითაც ამა თუ იმ ქვეყანაში მორწმუნე მეცნიერთა პროცენტული მაჩვენებელი მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე მეტია. მსგავსი სურათია ჰონგ კონგში, სადაც მეცნიერთა 39 პროცენტი თავს რელიგიურად მიიჩნევს მაშინ, როდესაც მოსახლეობის 20 პროცენტია ასეთი (აქვე ურყევ ათეისტთა რიცხვი 55 პროცენტშია, მეცნიერთა შორის კი მაჩვენებელი 26 პროცენტს შეადგენს). მსგავსი სურათია ტაივანშიც, სადაც მეცნიერთა 54 პროცენტია მორწმუნე, ქვეყნის მოსახლეობისა კი 44 .

კვლევის თაოსნებმა ასევე შეისწავლეს რელიგიისა და მეცნიერების თავსებადობისადმი მეცნიერთა დამოკიდებულების საკითხი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მეცნიერთა 32 პროცენტი მეცნიერებისა და რელიგიური მსოფლმხედველობის შეუთავსებლობას აღიარებს. აშშ–ში საკითხისადმი ასეთივე დამოკიდებულება აქვს 29 პროცენტს. ჰონგკონგელ მეცნიერთა – 25, ინდოელთა – 27 და ტაივანელთა  23 პროცენტი მიიჩნევს, რომ რელიგიას და მეცნიერებას მშვიდობიანად თანაცხოვრება შეუძლიათ და რომ ერთმანეთთან არანაირ წინააღმდეგობაში არ არიან.

მკვლევარები რელიგიის, როგორც ერთგვარი კულტურული საზრდოს საკითხსაც ჩაუღრმავდნენ. მაგალითად მავან ათეისტ ბრიტანელ ფიზიკოსთან საუბრისას გაირკვა, რომ ხშირად ესწრება საეკლესიო მსახურებას. მიზეზი კი მისი ქალიშვილი ყოფილა, რომელიც ეკლესიის გუნდში მღერის:

„საეკლესიო მსახურებაზე დასწრების არანაირი პრობლემა არ მაქვს, რადგან ძალიან ხშირად მას კულტურული დატვირთვაც აქვს. ყოველივე საკუთარ კულტურასთან გაცნობის ერთგვარი საშუალებაა. თუმცაღა იმასაც ვაღიარებ, რომ არანაირი რელიგიური რწმენა არ გამაჩნია. არც რელიგის არსებობა მანაღვლებს“.

მთლიანობაში გამოკვლევა აჩვენებს, რომ აშშ–ში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში, მათ შორის, მეტნაკლებად განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებში მეცნიერთა შორის ათეისტები უფრო მეტი აღმოჩნდნენ, ვიდრე მორმწუნენი.

გამოკითხვის ავტორებმა საკუთარი კვლევებისთვის შვიდი ქვეყნის – საფრანგეთის, ინდოეთის, იტალიის, ტაივანის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ–ის, ასევე ჰონგ კონგის 9422 რესპოდენტი გამოკითხეს.

საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხულთა უმეტესობა სხვადასხვა სამეცნიერო ხარისხისა თუ სასწავლებელთა ფიზიკოსები და ბიოლოგები იყვნენ. 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“