რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
13 იანვარი, 2016
438
print

კახა ფაჩუაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარსდგა კონგრესის წინაშე. პრეზიდენტმა იმ წარმატებებზე ისაუბრა, რომელთაც მისი აზრით, აშშ-მ გასულ წელს მიაღწია. ობამას გამოსვლის შემდეგ მისი ანგარიში რესპუბლიკურმა პარტიამ მკვეთრად გააკრიტიკა. ოფიციალური პასუხით სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი ნიკი ჰეილი გამოვიდა.

გუბერნატორმა ქალბატონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საუკეთესოდ გამოსდის ენაწყლიანი საუბარი, განცხადებები და გამოსვლები. „საუბედუროდ ობამას მიღწევები ხშირად არ შეესაბამება მის რიხიან განცხადებებს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ ვდგავართ ტერორიზმის უსერიოზულესი საფრთხის წინაშე. ამ პრეზიდენტს კი, როგორც ჩანს, არ სურს ან არ შეუძლია აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავება“, - დაამატა გუბერნატორმა. პრეზიდენტს ჩვევად ექცა ბოროტად გამოიყენოს მაღალფარდოვანი ფრაზები, მიიჩნევს ჰეილი.

ბარაკ ობამა კონგრესის წინაშე სიტყვით სამშაბათს გამოვიდა. პრეზიდენტის გამოსვლა ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში მოხდა, რომელსაც ობამა კონგრესს აბარებს. პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობას შეეხო. კერძოდ, ბარაკ ობამამ ისაუბრა აშშ-ის მზარდ ძლიერებასა და გავლენაზე მსოფლიოში და კონგრესს სთხოვა გასცეს სანქცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმას, იმიტომ რომ მათ იციან, ეს არის გზა დაღუპვისკენ. კვლევები აჩვენებენ, რომ ჩვენი პოზიციები დღეს მსოფლიოში იმაზე მტკიცე და ძლიერია, ვიდრე მაშინ, როცა მე ქვეყნის პრეზიდენტად ამირჩიეს“, - განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ობამას თქმით, 21-ე საუკუნეში აშშ-ის ლიდერობა არ ნიშნავს დანარჩენი სამყაროს იგნორირებას. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევებია, როცა ამერიკელები ხოცავენ ტერორისტებს ან ოკუპაციის პირობებში აღადგენენ რომელიმე დანგრეული ქვეყნის საზოგადოებას.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას, ბარაკ ობამას მიაჩნია, რომ საფრთხე უფრო, ეგრეთ წოდებული, „არშემდგარი სახელმწიფოებისგან“ მომდინარეობს, ვიდრე „გაბოროტებული იმპერიებისგან“.

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
29 მაისი, 2015 მთავრობის რჩევების მიმართ ურჩი პრეზიდენტი