62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
18 იანვარი, 2016
509
print

კახა ფაჩუაშვილი

დედამიწის 62 უმდიდრეს ადამიანს იმდენივე შემოსავალი აქვს, ვიდრე პლანეტის მოსახლეობის ნახევარს (3,6 მილიარდზე მეტი ადამიანი). ამის შესახებ ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაცია Oxfam-ის კვლევაში, რომლის საქმიანობაც სიღარიბესთან ბრძოლას ეხება.

დედამიწის 62 უმდიდრესი ადამიანის ქონება 2010 წლიდან 44 პროცენტით გაიზარდა (1,76 ტრილიონი დოლარით). პლანეტის ღარიბი მოსახლეობის შემოსავალი კი 41 პროცენტით შემცირდა (ტრილიონ დოლარზე მეტით). საინტერესოა, რომ 2010 წელს კაცობრიობის ღარიბი ნახევრის მთლიანი შემოსავალი იმდენივე იყო, რამდენიც 388 უმდიდრეს ადამიანს ჰქონდა. დღეისთვის, ვინაიდან დედამიწის მოსახლეობის ნახევარი უფრო გაღარიბდა, მისი მთლიანი შემოსავალი 62 უმდიდრესი ადამიანის შემოსავალს გაუტოლდა.  

ორგანიზაციის აზრით, ასეთი მდგომარეობის მიზეზი ისაა, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდება. ამას, კერძოდ ხელს უწყობს საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მდიდრებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. აგრეთვე შრომის ანაზღაურების დიფერენციაცია და მშრომელებისთვის ფინანსური წახალისების შეკვეცა.

Oxfam-ის ანგარიში გამოქვეყნდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ. მთელი მსოფლიოდან მსხვილი ბიზნესმენების, პოლიტიკოსების, მოაზროვნეების და ჟურნალისტების უახლოესი შეხვედრა 2016 წლის 20-23 იანვარს შედგება, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი დავოსი უმასპინძლებს.

2015 წლის დასაწყისში დავოსის ეკონომიკური ფორუმის წინ Oxfam მოხსენებით გამოვიდა, რომელშიც, კერძოდ ნათქვამი იყო, რომ 2016 წლისთვის დედამიწის უმდიდრესი მოსახლეობის 1 პროცენტის მსყიდველობითი უნარი უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე დანარჩენი კაცობრიობის 99 პროცენტის.

Oxfam-მა დავოსის ფორუმის მონაწილეებს მოუწოდა მიეღოთ ზომები ამ გლობალური უთანასწორობის წინააღმდეგ. კერძოდ, ორგანიზაციამ წარადგინა რეკომენდაციები -  გაემკაცრებინათ საგადასახადო პოლიტიკა ურჩი გადამხდელებისთვის და მშრომელთა ანაზღაურება აეწიათ საარსებო მინიმუმზე მაღლა. 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014
09 აპრილი, 2014 სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ