ამერიკელები ისლამისტებს ავღანეთშიც დაბომბავენ
21 იანვარი, 2016
452
print

კახა ფაჩუაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ პენტაგონს მისცა უფლება ავიადარტყმები განახორციელოს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავღანეთში. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

„ახალი უფლებები ამერიკის შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად ებრძოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ავღანეთის ტერიტორიაზე“ - განაცხადა ანონიმურმა წყარომ სამხედრო უწყებიდან. მისივე თქმით, დაბომბვის არეალის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ წინა კვირაში დადგა. აღინიშნა, რომ ადრე ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს დაბომბვის უფლება მხოლოდ სამ შემთხვევაში ჰქონდათ: უცხოური კონტინგენტის დასაცავად, ავღანეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად და ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

პენტაგონის სხვა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალები ადრეც ახორციელებდნენ დაბომბვას ავღანეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს უფრო განპირობებული იყო ექსტრემისტების მტრული განწყობით და არა იმიტომ, რომ ისინი „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნოდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად ავღანეთის ტერიტორიაზე ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. ორი  ტერორისტული დაჯგუფება - „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ ეომება ერთმანეთს, თუმცა პარალელურად, ორივე მათგანი ავღანეთის სამთავრობო ძალებს ებრძვის.

13 იანვარს ბარაკ ობამამ კონგრესს სთხოვა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უფლება მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოლოს. მაშინ სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ „ტერორიზმის განადგურება უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა“. სწორედ ამ საქმით არიან დაკავებულნი ამერიკული კონტინგენტები ერაყში, სირიაში და ავღანეთში, დაამატა პრეზიდენტმა.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 1.6 ათასმა ბოევიკმა, ვინც ერთგულება აღუთქვა „ისლამურ სახელმწიფოს“, დაიკავა ავღანეთის აღმოსავლეთით მდებარე ოთხი პროვინციის ნაწილი. ტერორისტების მიზანია პაკისტანის საზღვართან შექმნას „ხალიფატის“ ახალი პროვინცია.

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმატებას უკავშირებენ ქვეყნიდან აშშ-ის და ბრიტანეთის სამხედრო ძალების გაყვანას. აგრეთვე მოძრაობა „თალიბანის“ შიგნით არსებულ განხეთქილებას.

2015 წლის 2 დეკემბერს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ მხარი დაუჭირა ქვეყნის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან საბრძოლველად აშშ-ის სპეცრაზმის მოქმედებას.

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს