ჰოუკინგი კაცობრიობის ოთხ ძირითად საფრთხეს ხედავს
22 იანვარი, 2016
1764
print

გიგა გურასაშვილი

ბირთვული ომები, გლობალური დათბობა, გენური ინჟინერიით გამოყვანილი ვირუსები, ხელოვნური ინტელექტი – ადამიანის მიერ შექმნილი ეს საფრთხეები, სერიოზულ საშიშროებას უქმნის კაცობრიობას. ეს ყველაფერი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის პროლოგისთვის შესაშური იქნებოდა, რომ არა ცნობილი ბრიტანელი ფიზიკ–თეორეტიკოსის სტივენ ჰოუკინგის მიერ დანახული ასეთი საფრთხეები.

თუ ბრიტანელ მეცნიერს დავუჯერებთ, კაცობრიობა საკუთარი ხელით ითხრის სამარეს. ამასთან, შესაძლოა საკუთარი არსებობა სხვადასხვა საშუალებებით შეწყვიტოს. გარდა ამისა, გვაფრთხილებს, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიათა შემდგომი განვითარება შექმნის „ახალ შესაძლებლობებს საიმისოდ, რომ ყველაფერი არასწორი გზით წავიდეს“.

მსგავსი პერსპექტივისგან თავის დასაღწევად მიიჩნევს, რომ სხვა პლანეტებზე კოლონიების შექმნით კაცობრიობას შესაძლოა, გადარჩენის შანსი ჰქონდეს: „მართალია, უახლოეს წლებში კატასტროფის ალბათობა ძალზე ცოტაა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ მოხდება წლიდან წლამდე გაიზრდება. უახლოეს ათას ანაც ათიათასწლეულში ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს“.

ჰოუკინგი საფრთხეებთან გასამკლავებლად მომავალ თაობას ერთგვარ მითითებასაც აძლევს რომლის მიხედვითაც ჩვენი გადარჩენის გზა დედამიწიდან გადასახლებაშია: „ჩვენ კოსმოსის სიღრმეში უნდა გავიჭრათ, სხვა ვარსკვლავებისკენ, რათა დედამიწაზე კატასტროფის შემთხვევაში ადამიანთა რასა სრულად მოსპობას გადაურჩეს.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უახლოეს ასწლეულებში კოსმოსში დამოუკიდებლად მოქმედი კოლონიების დაფუძნებას ვერ შევძლებთ. ამიტომაც ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებული სიფთხილე გვმართებს“.

საგულისხმოა ისიც, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში დაფასებული ბრიტანელი მეცნიერი კაცობრიობის საფრთხეს სწორედ სამეცნიერო პროგრესში ხედავს.

ჰოუკინგს ადრეულ გამოსვლებში არაერთხელ გავუფრთხილებივართ ხელოვნური ინტელექტისგან წამოსულ შესაძლო რისკებზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება იმდენად ძლევამოსილი გახდეს, რომ ადამიანთა რასა გადაშენების პირას მიიყვანოს.

და მაინც, მიუხედავად შესაძლო საფრთხეებისა, ჰოუკინგი მსოფლიო საზოგადოებრიობას მეცნიერების განვითარებისკენ მოუწოდებს:

„პროგრესის დამუხრუჭებას არ ვაპირებთ, არც მისი მსვლელობის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ რისკები და ვისწავლოთ მათი მართვა. რწმენით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, ჩვენ ამას შევძლებთ“.

ბრიტანელი, ახალგაზრდა მეცნიერებს რჩევის სახით „ვრცელი და რთული სამყაროს“ მიმართებით ცნობისმოყვარეობის გაზრდას სთავაზობს. გარდა ამისა, მიაჩნია, რომ მეცნიერთა მომავალი თაობა იმაზე უნდა დაფიქრდეს თუ როგორ ცვლის ტექნოლოგიური პროგრესი სამყაროს.

„ჩემი თვალთახედვით, თეორეტიკული ფიზიკის დარგში კვლევისვთვის ეს იყო შესაშური დრო. ვერაფერი ვერ შეედრება „ევრიკას!“ მაშინ, როდესაც აღმოაჩენ ისეთ რამეს რაზეც ჯერ არავინ უწყის.

ძალზე მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყო იმაში, რომ ცვლილებები სწორი მიმართულებით მიდის. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალისთვის საფუძვლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად თითოეულს მეცნიერების საბაზისო აღქმის უნარი ჰქონდეს.

ასე რომ, მოურიდებლად თქვით, მეცნიერებაში რითი ხართ დაკავებული და ვინ იცის, ერთხელაც იქნებ საკუთარი თავი შეიცნოთ“.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“