რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
25 იანვარი, 2016
529
print

გიორგი ფაჩუაშვილი

რუსეთის ეკონომიკა ყოველთვიურად სუსტდება, ამის შესახებ BBC-ს მიმომხილველი სტივენ როსენბერგი საუბრობს.

რუსეთის ეკონომიკა 2015 წელს, 3.7, ხოლო საცალო ვაჭრობა 10 პროცენტით დაეცა. ინვესტიციების რაოდენობა 8.4 პროცენტით შემცირდა. ქვეყნის შიდა პროდუქტის ზრდა 2014 წელს - 4.3 პროცენტს უდრიდა. ახლა ეს მაჩვენებელი 0.6 პროცენტამდე ჩამოქვეითდა.

ეს ყველაფერი ნავთობის ფასების ვარდნამ და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა განაპირობეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი 70 პროცენტით დაეცა. რუსეთის ფედერაცია სწორედ ამ რესურსზე არის დამოკიდებული. რუსეთი სანქციებს ძალიან მოუმზადებლად შეხვდა. პუტინმა თავისი მმართველობის წლებში, ვერ შეძლო ქვეყნის ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება და ალტერნატიული გზების მოძიება.

ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როცა რუსეთის ფედერაციამ ყირიმის რეგიონში ჯარი შეიყვანა. დასავლეთმა აგრესორს სანქციები დაუწესა. მედვედევმა გამოაცხადა, რომ 2016 წლის ბიუჯეტს ხელახლა დაგეგმვა დასჭირდებოდა. დეკემბერში, პუტინმა გაასაჯაროვა ახალი ბიუჯეტი, რომელიც 50 დოლარიან ბარელზე იყო გათვლილი. ამ მოქმედებამ შედეგი არ გამოიღო, რადგან ბარელის ფასი 30 დოლარამდე ჩამოვიდა.

პრეზიდენტმა პუტინმა ტელეეთერში გამოსვლისას თქვა: „ჩვენ არ ვპანიკობთ“!

შეიძლება რუსეთი არ „პანიკობს“, მაგრამ ნამდვილად ნერვიულობს. თანაც ისე, რომ პროპუტინულმა მედიამაც კი დაადასტურა მძიმე კრიზისი. მოქალაქეებს მერყეობა ემჩნევათ, რადგან ინფლაცია მაღალია. ამ შედეგმა შეიძლება რუსეთის ბევრ მოქალაქეს სამუშაო ადგილი დააკარგვინოს და მსყიდველობითი უნარი საგრძნობლად შეუმციროს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კრიზისი, მით უფრო მოიმატებს უკმაყოფილება.

რუბლმა გაუფასურების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამ დროისთვის დოლარი 78.87 რუბლს უდრის. ნავთობის ფასი ვარდნას კვლავ განაგრძობს და ამ ბოლო დღეებში 3 პროცენტით დაეცა.

რუსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბუილინამ თქვა, რომ „ნებისმიერი ხერხით“ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკის სტაბილურობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კრიზისს სავალალო შედეგები მოჰყვება.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014
09 აპრილი, 2014 სასტუმრო „რადისონ ბლუ“ ბათუმში ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ