სირიის ოპოზიცია მთავრობას ხვდება
31 იანვარი, 2016
458
print

გიორგი ფაჩუაშვილი

სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის ჟენევაში მოლაპარაკება გაიმართება. ამბოხებულები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ოფიციალური დამასკო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებს მიიღებს.  „ ჩვენ მხოლოდ წარმატებისთვის ვართ მოსულნი“- განაცხადა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა, სალემ ალ მესლეთმა.

ყველაფერი ხუთი წლის წინათ დაიწყო, როცა 2011 წელს სირიის მოსახლეობასა და მთავრობას შორის ურთიერთობა კრიტიკულად დაიძაბა. მოსახლეობა რეფორმებს მოითხოვდა. პრეზიდენტმა ბაშარ ალ - ასადმა მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამიტომაც, მის რეჟიმს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სასტიკად აკრიტიკებს. 2012 წელს ჩამოყალიბდა სირიის ოპოზიცია და ამგვარად დაიწყო სამოქალაქო ომი. ამ მოვლენას 2014 წელს ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ დაარსება მოჰყვა.

კონფლიქტის წლებში, სირიის ტერიტორია 10 მილიონმა მოქალაქემ დატოვა. 250 000 ადამიანი დაიღუპა. ნახევარი მილიონი კი მოწყვეტილია ქვეყანას. მათ არანაირ ჰუმანიტარულ დახმარებაზე არ მიუწვდებათ ხელი. ქვეყანა ომის ნისლში გაუკაცრიელდა. სირიის ოპოზიციას სწორედ ამ პრობლემის მოგვარების იმედი აქვს. ბოლოს და ბოლოს მთავრობა დათანხმდა ნეიტრალურ შვეიცარიაში შეხვედრას.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ხომ იცით ახლა სირიის მიწაზე რაც ხდება. იმედი გვაქვს, რომ შევაჩერებთ სისხლისღვრას.“ - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციის მიხედვით, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის უნდა დამყარდეს მშვიდობა, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და შეიცვალოს კონსტიტუცია.

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს