საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!
03 თებერვალი, 2016
607
print

გიორგი ფაჩუაშვილი

საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, კახეთის რეგიონში ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Rambler News Service იუწყება. ეს აღმოჩენა ამერიკული კომპანია Frontera Resources-ს ეკუთვნის. საერთაშორისო გაზისა და ნავთობის გადამამუშავებელი კომპანია 1996 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში რესურსების აღმოჩენა, გადამუშავება და ვაჭრობაა.

ამერიკელთა ვარაუდით, საქართველო გაზის ექსპორტს 3-5 წელიწადში დაიწყებს.

„საქართველო 3-5 წელიწადში თურქეთის და აღმოსავლეთ ევროპის მომარაგებას დაიწყებს. ჩვენი გათვლების მიხედვით, ბუნებრივი აირის მარაგი 5 ტრილიონ კუბურ მეტრს უდრის, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გაზი კახეთში აღმოვაჩინეთ. მისი მეშვეობით შესაძლებელია 10-წლიანი ექსპორტი, რაც დიდად წაადგება ქართულ ეკონომიკას. ქართული ბუნებრივი აირი სრულიად შეცვლის დღევანდელი მსოფლიოს ვაჭრობის თადარიგს.“ - განაცხადა კომპანიის მფლობელმა, სტივ ნიკერსონმა ვაშინგტონში.

2015 წელს ამერიკელები აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოცულობას 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის ოდენობით აფასებდნენ, თუმცა ახალი მონაცემებით ეს რაოდენობა 5.3 ტრილიონამდე გაიზარდა. ამჟამად არსებული ბუნებრივი აირის მარაგი გაზპრომის რესურსის 15%-ს შეადგენს.

Frontera Resources ქართულ ბაზარზე 2014 წლის აპრილიდან შემოვიდა.

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!