ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
07 თებერვალი, 2016
440
print

გიორგი ფაჩუაშვილი

დღეს ჩრდილოეთ კორეამ კოსმოსში თანამგზავრი გაუშვა. ექსპერტები ამ “წარმატებას” არალეგალურს უწოდებენ. მართლაც, ფხენიანს სანქციებით ასეთი ოპერაცია აკრძალული ჰქონდა. ჩრდილოეთ კორეის მოქმედება იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სასტიკად გააკრიტიკეს. მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაცვის საბჭოს სხდომა მოითხოვეს.

სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგებაზე უნდა მოელაპარაკოს. ოფიციალური სეულის თავდაცვის მინისტრს, რიუ ჯე-სეუნგს ქვეყანაში THAAD-ის სისტემის (მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სარაკეტო თავდაცვის სისტემა) განთავსება სურს. მისი აზრით, ასეთი თავდაცვის სისტემა  სამხრეთ კორეას ჩრდილოეთისგან საიმედოდ დაიცავს.

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, თითქოს ამ ოპერაციას მეცნიერული კვლევის მიზანი აქვს, მაგრამ მათ აზრს შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და ფხენიანის მოკავშირე ჩინეთიც კი არ ეთანხმება. დიპლომატების მტკიცებით, ჩრდილოეთ კორეა ახალ ბალისტიკურ იარაღს ამუშავებს მტრებზე თავდასასხმელად.

სამხრეთ კორეელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ახალი რაკეტის გაშვება შეიძლება 16 თებერვლისთვის, ჩრდილოეთ კორეელი კომუნისტი დიქტატორის, დაბადების დღის აღსანიშნავად განმეორდეს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თავდაცვის საბჭო, სასტიკად ეწინააღმდეგება ბირთვულ და ბალისტიკურ რაკეტებზე ცდებს. ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია და პრესა კი სხვაგვარად ფიქრობს. მათ  თანამგზავრის გაშვება ასე აღწერეს - „ჯუჩეს თანამგზავრის არაჩვეულებრივი ორთქლი მოჩანდა ლურჯ ცაში, თებერვალში მოკაშკაშე ვარსკვლავის დღეს.“

ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველი თავდაცვის საქმეში, სიუზან რაისი ფხენიანის მოქმედებით შეშფოთებულია. მან თანამგზავრის გაშვებას მორიგი პროვოკაციული ქმედება უწოდა. რაისის თქმით, „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა სასტიკად არღვევს, როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი მოკავშირეების ინტერესებსაც.

დონალდ ტრამპმა კი ისარგებლა შემთხვევით და განაცხადა: „მშვენივრად მოვაგვარებდი ჩინეთთან პრობლემას. დააცადეთ პეკინს სიტუაციის განმუხტვა. მას შეუძლია ამ სიტუაციის სწრაფად და უპრობლემოდ მოგვარება“.  

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!