სტანიცა ლუგანსკა
09 თებერვალი, 2016
244
print

გიორგი ფაჩუაშვილი

სტანიცა ლუგანსკა, ლუგანსკის ოლქში ერთ დროს პატარა უკრაინული სოფელი იყო. ომამდე მას ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. დღეს სტანიცა ლუგანსკა უკრაინის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტია. აქ 15 000 ადამიანი ცხოვრობდა დღეს, კი დაცარიელებულია. ომის ფერფლმა მოუღო ბოლო. ყოველდღიურად ქალაქში ათასობით ადამიანი საზღვრის გადასაკვეთად ჩამოდის. ყველა უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა ქალბატონმა თქვა: „გვაინტერესებს, როდის დასრულდება ეს არეულობა. უკრაინა აქაც არის და საზღვრის მიღმაც. რატომ გაიყო ქვეყანა, უკრაინის ტერიტორიაზე მიმოსვლისთვის საბუთები რატომ უნდა გვჭირდებოდეს? მე უკრაინელი ვარ, ჩემი შვილები უკრაინელები არიან, ჩვენ არ მოგვიყვანია ეს სისხლისმსმელი ტერორისტები ლუგანსკის სათავეში. სამთავრობო არმია მალე უნდა შემოვიდეს და ეს ბანდიტები გაყაროს აქედან!“

ყველაზე ცუდი ერთსაათიანი ლოდინია. უკრაინა ცივი ქვეყანაა, განსაკუთრებით ლუგანსკის ოლქი. ყველაზე დიდი პრობლემა გაუსაძლისი სიცივეა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული ზომები უკვე მიიღო. საზღვარზე მდგარი ხალხისთვის ცხელი ყავა და თავშესაფარი ხელმისაწვდომი გახდა.

ლუგანსკის ოლქის აგროკულტურა მკვდარია. ფერმები ჭურვებმა იმსხვერპლეს. ზოგი მაცხოვრებლის მოსავალი ომს გადაურჩა, მაგრამ მისი გაყიდვა აღარ შეუძლია. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში ფასები უკრაინასთან შედარებით ორი მესამედით არის გაზრდილი. ეს ფაქტორი უფრო გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის. ინდუსტრიაც მთლიანად მოიშალა.

 „ჩვენ პომიდორი და კიტრი მოგვყავდა. ლუგანსკის ადგილობრივ ან მის გარე მარკეტში ვყიდდით. ეს ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ახლა პროდუქტების ბაზარზე გატანა აღარ შეგვიძლია. გავკოტრდით და ჩვენი ქალიშვილის სახლში გადავედით.“-თქვა ერთმა ქალბატონმა.

ზოგი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისკენ მიიწევს. უკრაინის მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას პენსიის გადახდა შეუწყვიტა. ამის გამო მოხუცები უკან ბრუნდებიან პენსიის დე ფაქტო მთავრობისგან ასაღებად. ეს ტერიტორია მაინც საშიშ ზონად რჩება. სტანიცა ლუგანსკა ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიქცეს  ფრონტის ხაზად. 

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!