კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
11 თებერვალი, 2016
424
print

გიორგი ფაჩუაშვილი

კანადამ 25 000 სირიელი მიგრანტი მიიღო. უმრავლესობას ალეპოს მოსახლეობა შეადგენს. ამით კანადამ ლტოლვილთა მიღების კვოტა შეავსო.

სირიაში ომის დაწყების შემდეგ ევროპა დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. მიგრანტები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ კონტინენტზე. საჭირო გახდა ჩრდილოეთ ამერიკასაც მიეღო ამ საქმეში მონაწილეობა. კანადამ მიგრანტების მიღება გადაწყვიტა და სხვა ქვეყნებზე უკეთესი პირობები შეუქმნა მათ. ჩრდილოამერიკულმა ქვეყანამ სირიელებს საცხოვრებელი ადგილი და საკვები გამოუყო. მიგრანტებისთვის სახლების მშენებლობა დაიწყო. სამ წელიწადში უკლებლივ ყველა ლტოლვილი კანადის მოქალაქეობას მიიღებს. მათი შვილები კი უფასო განათლებას. სახელმწიფო ყველა მიგრანტს დაასაქმებს.

CNN-მა მიგრანტების კანადაში გამოჩენას რეპორტაჟი მიუძღვნა. ამერიკელ ჟურნალისტებს სამი შვილის მამა გაესაუბრა: „ყველანი მოხარულები ვართ. დიდი ხანია თავი უსაფრთხოდ არ გვიგრძვნია. მათ საჭმელ-სასმელი მოგვაწოდეს და უფასოდ დაგვაბინავეს. მიხარია, რომ ჩემი შვილები კარგ განათლებას მიიღებენ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ. სამშობლო ყველას მაინც გვენატრება. მადლობას ვუხდი კანადის მთავრობას.“

კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ არ ეშინია ტერორიზმის და შეუძლია რიგითი მოქალაქის და ფანატიკოსის გარჩევა. მიგრანტების მიღების თემაზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიდის. კანადამ თავის სამხრეთელ მეზობელს ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!