რუსეთს დასავლეთი სულელი ჰგონია!?
13 თებერვალი, 2016
625
print

გიორგი ფაჩუაშვილი

„ეს ცეცხლის შეწყვეტა არ არის, ჩვენ „ძალადობის შეწყვეტას“ მივაღწიეთ“ - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ.

გუშინ მიუნხენში მსოფლიო ლიდერები ეგრედ წოდებულ „ძალადობის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ. ჯონ კერიმ ამ შეთანხმების პირობები განმარტა: „ პირველი სირიელი მოქალაქეების მომარაგებაა, რომლებიც ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მოხვდნენ. ალეპოში ხალხი შიმშილობს. ჩვენ ქალაქში სურსათის შეტანის თაობაზე, რუსეთის ფედერაციას შევუთანხმდით. მეორე ძალადობის შეწყვეტაა, რომელსაც ომის განმავლობაში ბევრჯერ წავაწყდით“

„ამ მოლაპარაკების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია ანტიტერორისტულ ოპერაციას გააგრძელებს“, - განაცხადა რუსეთის დელეგატმა, ვლადიმირ ჯაბაროვმა. მისი თქმით, შეთანხმება ტერორისტებს არ შეეხებათ. საინტერესოა, რომ რუსები, ამბოხებულებსაც ისეთივე ტერორისტებად აღიქვამენ, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს. კრემლი ალეპოს დაბომბვას აგრძელებს. ქალაქს კვლავ ამბოხებულები აკონტროლებენ. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარტო გასულ კვირას, ქვეყნის სამხედრო-კოსმოსური ძალების  ავიაციამ 510 პუნქტი დაბომბა, რომელთა დიდ ნაწილს ოპოზიცია აკონტროლებდა. ამის წყალობით 10 000-მა ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა.

პირველად, როცა რუსულმა ავიაციამ გადაკვეთა სირიის საზღვარი, ქვეყანამ განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საომრად მიემართებოდა. მალევე გაირკვა -  ტერორიზმი მხოლოდ საბაბი იყო. ნამდვილი მიზანი კი სამოქალაქო ომში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გამარჯვებისთვის ხელის შეწყობაა.

მიუნხენში ჯონ კერიმ განაცხადა: „ჩვენ არ დავდგებით სულელებივით. თუ ასე გაგრძელდა, შესაბამის ზომებს აუცილებლად მივიღებთ“.

შესაბამის ზომებში კერი საუდის არაბეთის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჯარების სირიის ტერიტორიაზე შესაძლო შესვლას გულისხმობდა.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს