იწყება თუ არა ომი?
14 თებერვალი, 2016
650
print

გიორგი ფაჩუაშვილი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჯერჯერობით, დასავლეთმა და რუსეთის ფედერაციამ მხოლოდ ერთ შეთანხმებას, „ძალადობის შეწყვეტას“ მოაწერეს ხელი, მაგრამ ეს ომის შეწყვეტას არ ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა: „თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ სირიაში საუდის არაბეთის და თურქეთის სამხედრო ძალები შევლენ“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა euronews-თან საუბარში განაცხადა: „თუ კერის ფართომასშტაბიანი ომის წამოწყება სურს, მას სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყება შეუძლია. ჩვენ არავის შეშინება არ გვინდა, მხოლოდ მოლაპარაკებები. მე ამ საქმის მშვიდობიანად მოგვარების მომხრე ვარ. რუსეთს არაბებთან ერთად სახმელეთო ოპერაციის დაწყება შეუძლია. ამ თემაზე მინისტრ ლავროვთან უკვე შევთანხმდი, მაგრამ კარგად უნდა დავფიქრდეთ. ყველამ ვიცით, ეს რასაც გამოიწვევს. არავის არ სურს დიდი ომის დაწყება. რუსეთის ფედერაცია თვითონ ბაშარ ალ-ასადს კი არ უჭერს მხარს, არამედ ქვეყანა სირიას, რომელიც ჩვენი დიდი ხნის მეგობარია. პრეზიდენტი ასადის მმართველობის დროს რუსეთს და სირიას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასადი სირიის ლეგიტიმური მმართველია. მისი ჩამოგდება არასწორი ნაბიჯი იქნება. ქვეყანაში ქაოსი ატყდება, როგორც ბევრ ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოში მოხდა.“

დასავლეთის ვარაუდით, შეთანხმება არ შედგება, ვიდრე რუსეთი უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვას არ შეაჩერებს. შეერთებული შტატები დღევანდელ მდგომაერობას ახალ „ცივ ომს“ უწოდებს. კრემლი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი აზრი შეერთებული შტატების სენატორმა, ჯონ მაკეინმაც გამოთქვა. მისი თქმით, რუსეთი სირიას თოჯინასავით იყენებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მან კრემლი ღიად გააკრიტიკა. „რუსეთს ჩვენთან პარტნიორობა არ სურს - თქვა მაკეინმა, - „პუტინს სურს რუსეთი ახლო აღმოსავლეთის მბრძანებელი გახდეს. მას სირიის გამოყენება თავისი სამხედრო ამბიციების განსახორციელებლად სურს, როგორიც ლატაკიის პროვინციის სამხედრო ბაზად გადაქცევაა. კრემლი ლტოლვილების კრიზისით სარგებლობს და დასავლეთს ასუსტებს.

სირიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რიაბ ჰიჯაბმა თქვა, რომ გასულ კვირას სირიაში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ღია ხოცვა-ჟლეტა 58-ჯერ მოაწყეს. „ერთადერთი, რასაც ვხედავ სირიაში რუსების მიერ მოწყობილი გენოციდია“ - განაცხადა ჰიჯაბმა.

დღეს ბარაკ ობამას და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დიალოგი  „გულწრფელი და კონსტრუქტიული“ იყო. ეს საუბარი პრეზიდენტ ობამას ინიციატივით მოხდა. პუტინმა შტატებს საერთო ფრონტის გახსნა შესთავაზა. მისი აზრით, ორი მხარის გაერთიანება ტერორისტების დასამარცხებლად აუცილებელია. ობამამ ხაზი გაუსვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად საჭიროა რუსეთსა და ოპოზიციას შორის ბრძოლის შეწყვეტა და ყურადღების საერთო მტრის წინააღმდეგ გამახვილება. ლიდერებმა უკრაინის თემაზეც ისაუბრეს.

შეთანხმდება, თუ არა ვაშინგტონი და კრემლი 21-ე საუკუნის გამოწვევებს სინქრონულად გაუმკლავდეს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს