თურქეთმა რუსეთი ჰოსპიტლის დაბომბვაში დაადანაშაულა
15 თებერვალი, 2016
400
print

გიორგი ფაჩუაშვილი

დღეს დილით სირიაში აფეთქების ხმა კვლავ გაისმა. ალეპოს რეგიონში, ქალაქ მაარათ ალ-ნუმანში ორი ჰოსპიტალი და სკოლა დაბომბეს. 22 ადამიანი დაიღუპა, 40 დაშავდა და 8 დაკარგულად გამოცხადდა. ჰოსპიტალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მაუდარმა CNN-თან საუბარში განაცხადა: „დაშავებულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. მათი თურქეთში გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ გზა ისევ სამთავრობო ძალებმა გადაკეტეს. ჰოსპიტალის გარდა სკოლაც დაბომბეს. ზუსტად არ ვიცით ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებელი ვინ არის.“

უკრაინის დედაქალაქ კიევში თურქეთის პრემიერ მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ უდანაშაულო მოსახლეობის დახოცვაში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა. მისი განცხადებით, კრემლმა კასპიის ზღვიდან გაუშვა ბალისტიკური რაკეტები, რომლებმაც მოაწყეს ეს აფეთქება. მოსკოვს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კვლავ აცხადებს: „სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ვიწყებთ.“

ჰოსპიტალში ოპოზიციის დაჭრილი სამხედროები მკურნალობდნენ. ბევრი ექიმი, ექთანი და მცველი დაიღუპა. გადარჩენილი ექიმების აზრით, ყველაფერი სირიის სამთავრობო ძალების მიერ არის მოწყობილი. ამ დამანგრეველი დაბომბვის შემდეგ, მიწასთან კიდევ 15 სახლი გაასწორეს.

„ეს ქმედება ჯანდაცვის სისტემაზე ღია შეტევას ნიშნავს. ჩვენ ამ ოპერაციას ვგმობთ. სამკურნალო დაწესებულების განადგურებით მათ 40 000 ადამიანს ჯანდაცვის მომსახურება შეუწყვიტეს“, - განაცხადა „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მისიის მეთაურმა, მასიმილიანო რებაუდენგომ.

თითო ჰოსპიტალი შედგებოდა 30 საწოლისგან, ორი საოპერაციო ოთახისა და 54 თანამშრომელისგან. ეს ქალაქზე განხორციელებული პირველი შეტევა არ არის. თებერვალში ჭურვებს 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქალაქში სულ 140 ოპერაცია განხორციელდა. ყველა რუსეთის ავიაციის მიერ იყო შესრულებული და ექსპერტები ამ დანაშაულში კრემლის მონაწილეობას არ გამორიცხავენ. სექტემბრიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების წყალობით ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. დასავლეთი ოფიციალურ მოსკოვს მწარედ აკრიტიკებს და ბევრ დანაშაულში სდებს ბრალს.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს