მეტეოროლოგებმა ოკეანეების აორთქლების სცენარი შეადგინეს
17 თებერვალი, 2016
900
print

გიგა გურასაშვილი 

გერმანელი და ამერიკელი მეტეოროლოგების მიერ ჟურნალ Nature Communications–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, დედამიწამ და სხვა წყლით მდიდარმა პლანეტებმა მათ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO2) შემცველობის მომატებით შეიძლება სრულიად დაკარგონ ოკეანეები და სიცოცხლისთვის გამოუსადეგარნი გახდნენ.

პლანეტოლოგებმა შესაძლო სცენარის მისაღებად სამგანზომილებიანი მოდელირებას მიმართეს, რომელიც თავის მხრივ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის პლანეტის ჰიდროსფეროზე (წყლის გარსზე) გავლენის წარმოჩენისკენ იყო მიმართული. ნახშირორჟანგის შემცველობის ზრდა კი აჩქარებს სათბურის ეფექტს ("სათბურის გაზები" ეწოდება ატმოსფეროში არსებულ გაზებს, რომლებიც აბრკოლებენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბური ენერგიის (სითბოს) გასხივებას, თვით მოვლენას კი "სათბურის ეფექტი "ეწოდება) და პლანეტაზე კლიმატის არასტაბილურობას ზრდის.

დედამიწის მსგავსი პლანეტების შემთხვევაში მსოფლიო ოკეანის ზედაპირზე საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ შეიძლება ცელსიუსით 57 გრადუსზე (330 კელვინი) მეტი შეადგინოს, ხოლო ატმოსფეროს ზედა ფენების მაღალი ტენიანობა კოსმოსში წყლის მიგრაციის დაჩქარებამდე მიგვიყვანს.

მეცნიერები ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის შემდგომი კლებადობის შემთხვევაშიც კი მითითებული პროცესების შეუქცევადობას აღნიშნავენ.

ამასთან, იმასაც აღნიშნავენ, რომ მათი სცენარის განსახორციელებლად ნახშირორჟანგის დიდი მოცულობა იქნება საჭირო – გაცილებით დიდის, ვიდრე დღეს ატმოსფეროში მისი გაფრქვევა ხდება.  ამასობაში, დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტებისთვის (პლანეტა, რომელიც მზის სისტემის მიღმა სხვა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ასევე ცნობილი, როგორც ექსტრასოლარული პლანეტა. გ.გ.), რომლებიც თავიანთ მანათობელთან – მზის უშუალო სიახლოვეს არიან, მეცნიერთა სცენარი მეტად რეალურად გამოიყურება. 

სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“