გეოფიზიკოსთა პროგნოზები დედამიწას კარგს არაფერს უქადდის
22 თებერვალი, 2016
1315
print

გიგა გურასაშვილი

ამერიკელმა, კანადელმა, გერმანელმა და ფრანგმა გეოფიზიკოსებმა იმაზე სასაუბროდ მოიცალეს თუ როგორი იქნება დედამიწა უახლოესი ათი ათასი წლის შემდეგ. მათ მიერვე ჟურნალ Nature Climate Change–ის გვერდებზე განათავსებული კვლევის შედეგებს იქამდე მივყავართ, რომ შემდგომ ათასწლეულებში გლობალური დათბობა და ანთროპოგენური ფაქტორი შეუქცევად გავლენას იქონიებს პლანეტაზე კლიმატის ქაოტურ ცვლილებებზე.

ყველაზე კონსერვატული შეფასებით ვიტყობთ, რომ ატმოსფეროში უახლოეს ასწლეულებში დაახლოებით 1,280 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგი გადაინაცვლებს. მეორე სცენარის თანახმად, ჰაერში შესაძლოა ამავე ნივთიერების 9,500 მილიარდი ტონა აღმოჩნდეს.

ასეც და ისეც ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის ცვლილება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით ორ გრადუსზე მეტად მოიმატებს, ხოლო გრენლანდიის მყინვარების და ანტარკტიდის ნდობა მსოფლიო ოკეანის დონის 25 მეტრით მომატებამდე მიგვიყვანს, რაც თავის მხრივ სანაპირო ზოლში არსებული ქალაქების დატბორვას გამოიწვევს, იქ კი დედამიწის მოსახლეობის 19 პროცენტი ცხოვრობს – დაახლოებით 1,3 მილიარდი ადამიანი. პლანეტის 25 უმსხვილესი მეგაპოლისის მაცხოვრებლების დაახლოებით ნახევარი იძულებული გახდება დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.

მეცნიერებმა თავიანთ ნაშორმში კლიმატის ცვლილების სამი დამატებითი სცენარი შეადგინეს, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის საერთო მასის 5,120 მილიარდ ტონამდე გაფრქვევას ითვალისწინებს. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში კაცობრიობისთვის მეცნიერთა პროგნოზები დამაიმედებლად არ ჟღერს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო გამყინვარების ერთგვარი მოდელირების საშუალებით გეოფიზიკოსებს საშუალება მიეცათ დაენახათ, რომ მაგალითად, 130 მეტრით მომატებული მსოფლიო ოკეანის დონის უკან დახევას და დედამიწის ეკოსისტემის კალაპოტში ჩადგომას, რამაც ადამიანის და ცივილიზაციის განვითარებას შეუწყო ხელი, დაახლოებით ათი ათასი წელი დასჭირდა.

მეცნიერთა აზრით, მდგომარეობის გამოსწორება ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის სრულიად შეწყვეტას შეუძლია ან ჰაერის გარსის გარკვეულწილად გაფილტვრას. და კიდევ, როგორც გეოფიზიკოსები გვაფრთხილებენ, ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირება, მდგომარეობას არ გააუმჯობესებს.

„ნახშირორჟანგის ის მოცულობა, რომლითაც ჰაერს ვაბინძურებთ, იქ ათასობით წლით დარჩება, მისი გარკვეული მოცულობა კი 100 ათას წელიწადზე მეტ ხანს, – გვაფრთხილებს ორეგონის უნივერსიტეტის ერთ–ერთი მოწინავე მეცნიერი პიტერ კლარკი. – ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტი ჩვენი პლანეტიდან არსად არ წავა, სულ ცოტა ათასობით თაობა მაინც“.

სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“