ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
25 თებერვალი, 2016
3588
print

გიგა გურასაშვილი

ნასას საიდუმლო ფაილები დროთა განმავლობაში დღის სინათლეზე გამოაქვთ და გრიფით საიდუმლოსგან ათავისუფლებენ. ერთ–ერთი ასეთია 1969 წელს „აპოლონ 10“–ის (აპოლოს პროგრამის მეოთხე პილოტირებული მისია და მეორე, რომელმაც "აპოლო 8"–ის შემდეგ მთვარეს შემოუფრინა) საცდელი ფრენისას დედამიწასთან რადიოკავშირისას დაჭერილი თუ მოსმენილი უჩვეულო „მუსიკა“ რომელსაც ახლაღა აეხადა ფარდა.

მოხსნებეის თანახმად, „აპოლონი 10“–ის ეკიპაჟის წევრებმა ტომას სტაფორდმა, ჯონ იანგმა და იუჯინ სერნანმა უჩვეულო ხმები „აპოლონ 11“–ის ასტრონავტების ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარეზე დაჯდმომამდე ( 21 ივლისი) ორი თვით ადრე, 1969 წლის მაისში მთვარის ბნელი მხარის შემოფრენისას მოისმინეს.

მოხსენებიდან ვიტყობთ, რომ ეს სტვენის მსგავსი ხმები, რომლებიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისმოდა, ასტრონავტებმა ჩაიწერეს და მათი წარმომავლობის დასადგენად ჰიუსტონს – ფრენათა მართვის ცენტრს რადიოარხების მეშვეობით გადაუგზავნეს.

ეკიპაჟის წევრთა საუბრის ჩანაწერთა ტანსკრიპცია, რომლის მიხედვითაც ასტრონავტებს გაურკვეველი წარმომავლობის ერთი და იგივე ხმები ესმოდათ, 2008 წელს გამოქვეყნდა. ეგაა, აუდიო ჩანაწერის ორიგინალთან წვდომის საშუალება ფართო საზოგადოებას ახლა მიეცა.

„ეს ხმა გესმით? ეს სტვენის ხმა?“, – კითხულობს იუჯინ სერნანი, რომელიც ხმებს როგორც „კოსმოსურ მუსიკას“ ისე აღწერს.

ეკიპაჟის სამივე წევრი მოსმენილ ბგერებს იმდენად უჩვეულოდ მიიჩნევს, რომ ერთმანეთში იმასაც კი განიხილავენ, რამდენად ღირს ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება.

მათი ამგვარი სიფრთხილის მიზეზი უფრო ის იყო, რომ საკუთარი თავის ერთგვარი კომპრომეტირება არ მოეხდინათ და შემდგომი კოსმოსური მისიებისთვის ასტრონავტთა შერჩევისას, როგორც ფსიქიკურად არაჯანმრთელნი, „ბორტს“ მიღმა არ აღმოჩენილიყვნენ.

როგორც არ უნდა იყოს, ასტრონავტებმა „კოსმოსური მუსიკის“ ჩანაწერები დედამიწაზე გადმოგზავნეს და...

ნასას სპეციალისტთა აზრით, უჩვეულო ხმებში არაფერი ზებუნებრივი არ იყო, რადგან ის რამაც „აპოლონ 10“–ის ასტრონავტთა ყურადღება მიიპყრო, სამეთაურო და მთვარის მოდულების რადიომიმღებთა ახლომდებარეობით წარმოქმნილი ბუნებრივი ხმაური უნდა ყოფილიყო.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს
09 ოქტომბერი, 2015 ილონ მასკი მარსის ათვისებას მის პოლუსებზე წყალბადის ბომბის აფეთქებაში ხედავს