მალე კიბო დამარცხდება
04 მარტი, 2016
428
print

გიორგი ფაჩუაშვილი

მეცნიერებმა ახალი აღმოჩენა გააკეთეს. კიბო, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მალე ისე განიკურნება, როგორც სიცხე ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ. დაავადების უჯრედები დაავადებულის სხეულში სწრაფად და ფართოდ ვრცელდება და მუტაციების შედეგად განსხვავებული უჯრედები ყალიბდება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ უჯრედების ფუძის დამარცხება გარკვეულ იმუნიტეტს შეუძლია.

მაგალითად: უჯრედები იზრდებიან ერთი ფუძიდან, ისხამენ ტოტებს, რომლებიც მუტაციის შედეგად ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამდენი სხვადასხვა ტოტის დამარცხება ძნელია, მაგრამ იგივე სტრუქტურის ფუძის განდევნა ადვილი. ხის მოჭრა, თუ გინდა ქვევიდან უნდა მოჩეხო. კიბოს დამარცხებაც ზუსტად ამგვარად არის შესაძლებელი.

„ხის მოჭრა ტოტებიდან, კი არა, არამედ ფუძიდან იწყება“- CNN-თან საუბარში განაცხადა დოქტორ სერხიო კუეზადამ.

კუეზადა ამ კვლევის ერთ-ერთი წინამძღოლია. ის ლონდონის კოლეჯის კიბოს ინსტიტუტში მოღვაწეობს.

წლების განმავლობაში ყველაზე დიდი დაბრკოლება სწორედ კიბოს უჯრედების სხვადასხვა სტრუქტურა იყო.

„ადამიანს ეგრედ წოდებული „გარკვეული იმუნიტეტი“ პოლიციასავით აქვს ჩასახული ორგანიზმში. ის კრიმინალებს ებრძვის, მაგრამ როდესაც ქალაქში ბევრი განსხვავებული ბანდიტია პოლიცია მათ ვეღარ უმკლავდება. ჩვენი მთავარი მიზანი არის პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამის შემდეგ, უაზრო ცდების მაგივრად, პოლიცია კრიმინალების ადვილად დაკავებას შეძლებს, რადგან ჩვენი ინფორმაციის წყალობით, მას მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები ეცოდინება.“ - განმარტავს კუეზადა.

დოქტორს მხედველობაში ვაქცინების შექმნა აქვს. მაგრამ უარყოფითი მხარე ამ გენიალურ აღმოჩენაშიც არსებობს.

„დაავადებულისთვის პერსონალური თერაპია არის ჩასატარებელი. შეიძლება დაავადება იმაზე მალე გავრცელდეს, ვიდრე თერაპია დასრულდება, ვაქცინის შექმნას დიდი დრო და ფული დასჭირდება, პაციენტს მკურნალობა მეტისმეტად ძვირი დაუჯდება და ვაქცინამ ზოგი სახეობის კიბოზე შეიძლება არ იმოქმედოს.“- განაცხადა დოქტორ კუეზადამ.

კვლევაზე 36 მეცნიერი მუშაობდა. მათ შორის: ინგლისელები, გერმანელები, ამერიკელები და დანიელები. დოქტორი კუეზადა გუნდის მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

 

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!