ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016
245
print

გიორგი ფაჩუაშვილი

დღეს ოფიციალურმა თეირანმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ექსპერტების აზრით, ეს მოქმედება ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელებაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ქვეყანას 2015 წლის ოქტომბერში იგივე მიზეზის გამო სანქციები დაუწესა, რომლებსაც იანვარში ვადა გაუვიდა. ამის შემდეგ მიიღეს ახალი რეზოლუცია, რომელიც ირანის ისლამურ სახელმწიფოს ასეთი ცდების ჩატარებას უკრძალავს. ოფიციალურმა თეირანმა სწორედ ეს რეზოლუცია დაარღვია.

ირანის აზრით, მსგავსი ცდები სახელმწიფოს „თავდაცვას და ისლამური რევოლუციის წინააღმდეგ საფრთხის აღმოფხვრას“ ემსახურება. ამერიკის შეერთებული შტატები სხვაგვარად ფიქრობს. მისი აზრით, ირანს ბირთვული იარაღის დამზადება სურს. ივლისში დასავლეთს და ირანს შორის ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, მაგრამ ირანელებმა 1929-ე რეზოლუცია დაარღვიეს.

ისინი ბალისტიკური ცდების რაიმე კავშირს ბირთვულ პროგრამასთან ყოველთვის უარყოფდნენ.

 ყველაფერი 1950 წელს დაიწყო, როდესაც ოფიციალური თეირანი „მშვიდობიანი ატომების“ პროგრამაში ჩაერთო. ამ დროს ირანს შაჰი მართავდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერდა მხარს. 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა. შაჰი ქვეყნიდან გააძევეს და სახელმწიფოს მმართველობა ისლამისტების ხელში აღმოჩნდა. ქვეყანასთან ბირთვული ურთიერთობა ყველა სახელმწიფომ გაწყვიტა, მაგრამ ირანის ისლამური რესპუბლიკა ბირთვული პროგრამის გაგრძელებას საჭიროდ მიიჩნევდა. ამჯერად აგრესიული მიზნებისთვის. ირანელებმა ბირთვული იარაღის შექმნა განიზრახეს.

1990-იან წლებში რუსეთმა ირანთან სამეცნიერო ურთიერთობა წამოიწყო. მოსკოვმა თავისი სპეციალისტები ირანულ ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა. 2000 წელს დასავლეთმა საფრთხე იგრძნო. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ გამოძიება დაიწყო. 2011 წელს ირანის ზრახვები ოფიციალურად გამომჟღავნდა. ამას მოჰყვა რიგი სანქციები, რის შედეგადაც ირანის ეკონომიკა შესამჩნევად დაეცა. ოფიციალური ვერსიით, პროგრამაზე დღემდე 500 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

ირანი მაინც ამტკიცებს, რომ ეს პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. ოფიციალური ინფორმაციით რაკეტის გაშვება მისი სიზუსტის გასაუმჯობესებლად განხორციელდა.                                                                                                                                                      

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ