ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
15 მარტი, 2016
150
print

ია მერკვილაძე, ნიუ იორკი, აშშ

გასულ კვირას ნიუ იორკში რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დატყვევებული უკრაინელი მფრინავის, ერაყის ომის ვეტერანის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი ორი მიტინგი გაიმართა. ერთი ხალხმრავალი "თაიმს სქვერის" გულის გულში – ფრანცის დაფის სკულპტურასთან და მეორე – "კოლუმბუს სირკალთან", იქ, სადაც CNN –ის ოფისია განლაგებული. აქციების, რომელშიც ამერიკაში მცხოვრები უკრაინელების გარდა ქართველები, ბელორუსები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მიზანი გახლდათ შეთითხნილი ბრალდებით დაპატიმრებული უკრაინელი ოფიცრის, უკრაინის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის მხარდაჭერა და ასევე ამერიკელებისა და ამერიკული მედიის ყურადღების მიპყრობა იმ სამარცხვინო სასამართლო პროცესისადმი, რომელიც ამჟამად როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცსკში მიმდინარეობს. ნადეჟდა სავჩენკოს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია და რომელიც რუსული პროკურატურის დიდი მცდელობის მიუხედავად, მტკიცებულებებით ვერ და არ მყარდება. იგი უკვე ოცი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება, არ სცნობს რუსულ სასამართლოს და მოითხოვს მის სამშობლოში დაბრუნებას. მან პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყო და განაცხადა: "რუსეთს მაინც მოუწევს ჩემი დაბრუნება უკრაინაში - ან ცოცხალს, ან მკვდარს, მაგრამ მაინც დამაბრუნებენ“.ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინელი კონსულისთვის გადაცემულ წერილში აღნიშნა: "ცოცხალმა თუ მკვდარმა მე უკვე გავიმარჯვე. გულში უკრაინისთან ერთად."

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "თავისუფლება ნადიას!", "პუტინი მკვლელია!", "თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!", "რუსეთო, გაეთრიე უკრაინიდან!".

აქციის ერთ –ერთმა ორგანიზატორმა ვალნეტინა ბარდაკოვამ აღნიშნა, რომ ნადია სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრია ( IIXX საუკუნის ამერიკელი პოლიტიკოსი და ადვოკატი), რომელიც ცნობილია მისი გამონათქვამით: "მომეცით თავისუფლება ან მომეცით სიკვდილი"(1775).

 

ia merkviladze
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!