ასტრონომებმა ოთხი გიგანტური პლანეტარული სისტემა აღმოაჩინეს
16 მარტი, 2016
172
print

გიგა გურასაშვილი

ავსტრალიელმა, ამერიკელმა, ჩილიელმა და ჩინელმა ასტრონომებმა მსხვილი ვარსკვლავისგან შემდგარი და მის ირგვლივ მბრუნავი, გიგანტური ეგზოპლანეტათა ოთხი სისტემა აღმოაჩინეს.

ოთხი გიგანტი (HIP8541b, HIP74890b, HIP84056b и HIP95124b), რომლებიც 2,4-5,5-ჯერ მძიმეა ჩვენი მზის სისტემის რიგით მეხუთე და უმსხვილეს პლანეტა იუპიტერზე (ძველი ქართული სახელწოდება დია ან მუშთარი), შესაბამისი თანმიმდევრობით ბრუნავენ  საკუთარი ვარსკვლავების - HIP8541, HIP74890, HIP84056, HIP95124 გარშემო (პერიოდულობებით 2-4 დედამიწისეული წელიწადი).

აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა (პლანეტა, რომელიც მზის სისტემის მიღმა სხვა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, ასევე ცნობილი, როგორც ექსტრასოლარული პლანეტა.) შორის ყველაზე მასიურია HIP8541b, რომელიც 5,5-ჯერ მძიმეა იუპიტერზე. ამასთან, ამავე ეგზოპლანეტათა შორის ამავე ციურ სხეულს აქვს ყველაზე გრძელი ორბიტალური პერიოდი (1560 დედამიწისეული წელიწადი).

ვარსკვლავ HIP8541-ის რადიუსი მზისაზე რვაჯერ მეტია, ხოლო მისი მასა დაახოებითი ისეთივეა, რამდენისაც ჩვენი მანათობლის.

HIP74890b და HIP84056b ერთმანეთს ჰგვანან (იუპიტერზე დაახლოებით 2,4-ჯერ მძიმეა) და თითქმის ერთმანეთის მსგავსი ორბიტალური პერიოდი აქვთ (819 და 822 დღე-ღამე).

ვარსკვლავები HIP74890 და HIP84056 დაახლოებით 1,7-ჯერ მძიმეა მზეზე, ხოლო მათი რადიუსი მანათობელზე, შესაბამისად, 5,03 (HIP 84056) და 7,77-ჯერ (HIP 74890) მეტია.

ჩამოთვლილ ეგზოპლანეტათა შორის ყველაზე მოკლე ორბიტალური პერიოდით HIP95124b გამოირჩევა, რომელიც 2,9-ჯერ მძიმეა იუპიტერზე, ხოლო მისი ვარსკვლავის (HIP95124) რადიუსი ჩვენი მზისას 5,12-ჯერ აღემატება.

ისიც ვთქვათ, რომ პლანეტარული სისტემები აღმოჩენილია სერო ტოლოლოს ამერიკათშორისო ობსერვატორიის ორი და ინგლისურ-ავსტრალიური ტელესკოპის დახმარებით. აქედან პირველი ატაკამას (ჩილე) უდაბნოში მდებარეობს, მეორე კი ავსტრალიაში - ახალ სამხრეთ უელსში.

სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“