აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
22 მარტი, 2016
0
print

 გიგა გურასაშვილი

ასტრონომებმა აღმოაჩინეს უჩვეულო, ახალი სახის გიგანტური გალაქტიკები, რომლებსაც მალევე დაანათლეს „ზესპირალური გალაქტიკების“ სახელი. ასეთი ტიპის გალაქტიკები ჩვენს გალაქტიკასთან – ირმის ნახტომთან შედარებით ნამდვილ ბუმბერაზებად გამოიყურებიან. ამასთან, ზომებითა და სიკაშკაშით შეუძლიათ სამყაროს უმსხვილეს გალაქტიკებს გაუწიონ მეტოქეობა.

ასტრონომებისთვის ზესპირალური გალაქტიკები დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, რამდენადაც ჩვეულებრივ სპირალურ გალაქტიკებად „ინიღბებოდნენ.“ თუმცაღა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინფრაწითელი მონაცემების ანალიზისა და დამუშავების ცენტრის ასტროფიზიკოსების მიერ ჩატარებული ახალი კვლევების თანახმად, გაირკვა, რომ ეს თითქოსდა აქამდე ჩვენთან ახლოს მყოფი ობიექტები სინამდვილეში ფენომენალურად უზარმაზარი სპირალური გალაქტიკებია, რომლებიც დედამიწიდან დიდი დაშორებითაა განთავსებული.

საინტერესოა ისიც, რომ მკვლევაებმა ამ სპირალურ გალაქტიკებამდე მანძილი ორჯერ შეამოწმეს, რათა იმაში დარწმუნებულიყვნენ, რომ არცერთი ამ გალაქტიკათაგანი დედამიწიდან 1,2 მილიარდს სინათლის წელზე ახლოს არ მდებარეობენ.

ერთი სიტყვით, ასტროფიზიკოსებმა SDSS–ის (Sloan Digital Sky Survey) ხედვის არქივებში, რომელიც 800 ათასზე მეტ ვარსკვლავურ გროვაზე ინფორმაციას მოიცავს, 53 გიგანტური სპირალური სუპერგალაქტიკები აღმოაჩინეს, რომელთა პარამეტრებიც მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილ მსგავს ობიექტთა მონაცემებს აღემატება.

შესწავლილი 53 ცალკეულ ზესპირალურ გალაქტიკათა  სისტემის სიკაშკაშე ირმის ნახტომისაზე 14–ჯერ მეტია; ზომები – 2–4–ჯერ აჭარბებს;  თითოეული მათგანის მასა დაახლოებით ათჯერ მეტია (უდიდესი სისტემის დიამეტრი 440 ათას სინათლის წელიწადს აღწევს მაშინ, როდესაც ირმის ნახტომისა 100–120 ათას, მეორე მონაცემებით კი შესაძლოა, 150–180 ათას სინათლის წელიწადს შეადგენს. ამასთან, ირმის ნახტომი გნებავთ, რძიანი გზა, ხარის ნავალი, იერუსალიმის გზა, დათვისფეხა, ცის-იკანკლედი, დევის ნამუხლარი, დაახლოებით 100–დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავს მოიცავს, თუმცაღა ეს ციფრი შეიძლება ერთი ტრილიონიც იყოს. ისიც ვთქვათ, რომ ირმის ნახტომში, სავარაუდოდ 100 მილიარდი პლანეტაა, ჩვენი მზის სიტემა კი გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 27 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. გ.გ.).

აღმოჩენილ სისტემებში ვარსკვლავთწარმოქმნის სიჩქარე 30–ჯერ აჭარბებს გალაქტიკაში მსგავს პროცესთა ინტენსივობას.

ასტრონომებმა არ იციან, როგორ წარმოიქმნენ მათ მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავური გროვები, რადგან თანამედროვე ასტროფიზიკური მოდელები ვერ საზღვრავენ ასეთი მსხვილი და მასიური სპირალური გალაქტიკების ფორმირებას. ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი სუპერგალაქტიკების ერთი ნაწილი წარმოიქმნა ორი ვარსკვლავური სისტემის შერწყმის შედეგად (მეცნიერებმა 53–დან ოთხ გალაქტიკაში ორ–ორი ბირთვი შენიშნეს).

თემას ძაან რომ არ გადავუხვიოთ ისიც აღვნიშნოთ, რომ კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ცხრა მასიური მონსტრ–ვარსკვლავი აღმოაჩინა. თითოეული მათგანი კი მზეზე 100–ჯერ მძიმეა და დედამიწიდან 170 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. ამასთან, აღმოჩენილ ვარსკვლავთა საერთო ნათება მზისას 30 მილიონჯერ აჭარბებს.

ისიც ვთქვათ, რომ ობიექტები წარმოადგენენ მეცნიერებისთვის ცნობილ მძიმე ვარსკვლავთა ყველაზე დიდ ჯგუფს. მეტი შთაბეჭდილებისთვის დავძენთ, რომ ყოველთვიურად მანათობელი სივრცეში დედამიწის მასის ტოლ მატერიას გაისვრის.  

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს