ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
06 აპრილი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

თითქმის ყველაფრის მხილველი კოსმოსური ტელესკოპის „ჰაბლის“ დახმარებით ასტროფიზიკოსებმა ინფრაწითელ დიაპაზონში ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომის ცენტრში შეიხედეს, სადაც დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ვარსკვლავი და ზემასიური შავი ხვრელია – მშვილდოსანი A* (Sagittarius A*, წარმოითქმება „ვარსკვლავი მშვილდოსანი А“. კომპაქტური რადიოწყარო, რომელიც მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. რადიოწყარო მშვილდოსანი A-ს შემადგენლობაში შედის. ასხივებს აგრეთვე ინფრაწითელ, რენტგენულ და სხვა დიაპაზონებში. წარმოადგენს ზემასიურ ობიექტს (სავარაუდოდ, შავ ხვრელს).

ჰაბლის მიერ აღბეჭდილი კადრი მოიცავს გალაქტიკის 50 სინათლის წლის დიამეტრის რაიონს (ირმის ნახტომის დიამეტრი 100–120 ათას სინათლის წელიწადია, მეორე მონაცემებით კი შესაძლოა, 150–180 ათას სინათლის წელიწადს შეადგენდეს, ჩვენი მზის სიტემა კი გალაქტიკის ცენტრიდან 27 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. გ.გ.), სადაც მეცნიერთა ვარაუდებით შესაძლოა, 10 მილიონზე მეტი ვარსკვლავი იყოს რომელთა უმეტესობა უხილავია ვარსკვლავთშორისი მტვრის სქელი ღრუბლების გამო, რომელიც თავის მხრივ შუქს ფანტავს.

ზემასიური შავი ხვრელი მზეზე ოთხი მილიონჯერ მძიმეა. გარემოცულია მანათობლებით, რომლებიც ქმნიან ირმის ნახტომის ყველაზე მჭიდრო ვარსკვლავურ გროვას. ამასთან, გალაქტიკის ბირთვში მანათობლების განლაგება იმდენად მჭიდროა, რომ ყველა მათგანი ჩვენს მზესა და მის უახლოეს მეზობელ ალფა კენტავრს (α Cen) შორის სივრცეში (მზის სისტემის უახლოესი ვარსკვლავური სისტემა) თავისუფლად განლაგდებოდა.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჰაბლის დანახული ეს სივრცე მეცნიერებს საშუალებას მისცემს ირმის ნახტომის ცენტრის ბუნებაში უკეთ გაერკვნენ. არის ვარაუდი, რომ ვარსკვლავური მატერია მასში შეიძლებოდა მოხვედრილიყო გალაქტიკის კიდედან ანაც სფერული ვარსკვლავთგროვიდან (ასეთი ვარსკვლავიერი გროვები, რომლებიც ასეულობით ათას ვარსკვლავს მოიცავს, სფეროსებრ სივრცეშია თავმოყრილი).

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს