Animal Planet–მა კაცი იპოვა
19 აპრილი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

Animal Planet–ის გადაცემა „მდინარის მონსტრების“ (River Monsters) გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც ავსტრალიის ნაპირებზე ზღვის გიგანტურ ქორჭილას ეძებდა, შემთხვევით ერთ–ერთ უკაცრიელ კუნძულზე გარიყულ კაცს გადაეყარა.

ბრიტანული „მირორის“ ცნობით, გადარჩენილი ავსტრალიელია, რომელმაც ხამანწკების შეგროვებისას ნავი დაკარგა და თავს კუნძულისკენ გაცურვით უშველა. ეგაა, კუნძული უკაცრიელი აღმოჩნდა. ირკვევა, რომ მას 43–გრადუსიან სიცხეში, ნახევრად შიშველს წყლის გარეშე დაახლოებით 60 საათი გაუტარებია (რამდენადაც ცნობილია, ადამიანს უწყლოდ ყოფნა 72 საათი შეუძლია) და ის იყო, სასოწარკვეთილი სიკვდილთან შესახვედრად ემზადებოდა, რომ სრულიად შემთხვევით მის სიახლოვეს "ენიმალ პლანეტის" ნავი აღმოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ჯერემი ვეიდმა – გადაცემის წამყვანმა, რომელსაც საქართველოშიც ჰყავს ერთგული მაყურებელი, გადამღებ ჯგუფთან ერთად ავსტრალიის არქიპელაგზე უიშვიათესი გიგანტური ქორჭილას ძებნაში ერთ–ერთი კუნძულის სიახლოვეს მოტივტივე ცისფერი ყუთი შენიშნა (როგორც შემდეგ გაირკვა პროდუქტების ერთგვარ შემნახველზეა საუბარი), ცოტა ხანში კი მათკენ ხელების ქნევით გამოქცეულ ადამიანსაც მოკრეს თვალი.

„ლოცულობდა. სიკვდილთან და შემოქმედთან შესახვედრად ემზადებოდა“, – იხსენებს გადაცემის რეჟისორი სტეფან შირმანი და იქვე განმარტავს, რომ გადამღები ჯგუფის მიზანი არ იყო კონკრეტულად ამ ტერიტორიის გადაღება და იქ მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ თავდაპირველად შერჩეული ადგილიდან მომატებულ ტალღებს აარიდეს თავი.

უჩვეულო ისაა, რომ შემთხვევით ნაპოვნი კაცის ნათესავებსა და მეგობრებს მისი არ ყოფნა არ შეუმჩნევიათ.

„მდინარის მონსტრები“ ესაა „ენიმალ პლანეტის“ გადაცემა, სადაც ბიოლოგი და მეთევზე ჯერემი უეიდი მსოფლიოში მოგზაურობს და წყალსაცავებში მობინადრე მონსტრების ადამიანებზე თავდასხმათა ისტორიებს იძიებს. ჩვეულებისამებრ ასეთ ისტორიებს გიგანტურ თევზებთან მივყავართ, რომელთა დაჭერასაც გადაცემის ბოლოს ცდილობს უეიდი.

ტეგები
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!