"ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
25 აპრილი, 2016
0
print

გიგა გურასაშვილი

სამყარო გალაქტიკების ერთგვარი ქსელია, რომლებსაც ერთმანეთთან გრავიტაციის ძალა აკავშირებთ. მის ვიზუალურ მხარეზე ბევრი არაფერი ვიცით. ასე რომ, მასზე ჩვენი წარმოსახვის გასამდიდრებლად კარგი იქნება თუ გავეცნობით ჩრდილო–აღმოსავლეთ უნივერსიტეტის (ბოსტონი, აშშ) ქსელის კომპლექსური კვლევათა ცენტრის კოსმოლოგთა და დიზაინერთა მიერ შემოთავაზებულ ერთგვარ გზამკვლევს, სადაც (Cosmic Web) იკითხება თუ როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული უზარმაზარი ვარსკვლავთგროვები.

ამერიკელ ასტროფიზიკოსთა მიერ შემოთავაზებულ შთამბეჭდავ სანახაობას საფუძვლად უდევს სამყაროს აგებულების რამდენიმე ჰიპოთეზური ვარიანტი: გალაქტიკების ზომა, მათი სიახლოვე და ცალკეულ გალაქტიკათა შეფარდებითი სიჩქარე. აქვე ვთქვათ, რომ მეცნიერებმა ამგვარი ვიზუალური მხარე 24 ათასი გალაქტიკის მონაცემების მიხედვით შეადგინეს, მოგვიანებით კი სახელიც მოუძებნეს – „ღმერთის თვალით დანახული" სამყარო.  

მათემატიკური ხელსაწყოებით შედგენილი სამყაროს სურათი არამარტო ნათელს მოჰფენს კოსმოსის აგებულებას, არამედ მისი დახმარებით შესაძლებელი გახდება გარკვეულწილად გაეცეს პასუხი სამყაროს დაბადებისა და მის ევოლუციასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ კითხვებს.  

„კოსმოსური ქსელი“ ადრე უფრო მეტაფორა იყო, – ვითარებაში გვარკვევს CosmicWeb–ის ვიზუალური მხარის შემმუშავებელი კიმ ალბრეხტი. – მეცნიერებმა პირველად ჩაატარეს შესაბამისი გამოთვლები და სამყარო რეალური ქსელის სახით წარმოგვიდგინეს.

თუ მეცნიერება რთულად აღსაქმელია, მასზე ნუ იდარდებთ. ასეთი სილამაზის აღსაქმელად თქვენ არ გჭირდებათ ფიზიკის დარგში დოქტორის წოდება“.

ტეგები
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს