„გახდი მარსელი“
17 ივნისი, 2016
0
print

გიორგი ფაჩუაშვილი

40 წელი გავიდა რაც, NASA-მ მარსზე ექსპედიციისთვის მზადება დაიწყო. ეს მცდელობა „აპოლოს პროგრამისგან“ იმით განსხვავდება, რომ ექსპედიციის მონაწილეები უკან აღარ დაბრუნდებიან. NASA-ს „ახალ მიწაზე“ კოლონიის დაარსება სურს. პროგრამა მზადების პროცესშია. ორგანიზაციის თქმით, კოლონია 2030 წლისთვის დაარსდება. ამ საქმეში ბევრი სირთულეა, მაგრამ მათი მოგვარება შესაძლებელია.

რატომ მაინცდამაინც მარსი? იმიტომ, რომ მკვლევარმა რობოტებმა პლანეტის ზედაპირის ქვეშ ყინული აღმოაჩინეს. შესაბამისად, მარსზე წყლის არსებობა შესაძლებელია. კლიმატიც დამაკმაყოფილებელია, რომლის ციკლი დედამიწისას ძალიან ჰგავს. ერთ დროს პლანეტა ადამიანის არსებობისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

მარსი სხვა პლანეტების გამოსაკვლევი ბაზა გახდება. NASA-ს მთავარი მიზანი „გაფართოებაა“. ორგანიზაციას ბევრი კოსმოსური სხეულის გამოკვლევა და პლანეტების კოლონიზაცია სურს. მათი თქმით, სირთულეები მეცნიერებას მხოლოდ ავითარებს. NASA-ს ხალხის გამოცდა სურს. საინტერესოა კოლონისტები, დედამიწისგან მოშორებით, სიცოცხლეს როგორ შეძლებენ.

„როგორც პიონერები, ჩვენ კოსმოსისკენ სიცოცხლის აღმოსაჩენად, ეკონომიკის გასავითარებლად, ხალხის გასანათლებლად, კოსმოსური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მომავალი თაობებისთვის, უკეთესი მომავლის დასატოვებლად მივემგზავრებით. ჩვენ  ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ.“ – ნათქვამია ნაშრომში, „მოგზაურობა მარსზე“.

კოლონიაზე სხვადასხვა პროფესიის ხალხი იქნება საჭირო. NASA-მ გამოაქვეყნა პრიორიტეტული პროფესიების სია, რომელშიც შედიან: მარკ შეიდერები, მკვლევარები, ღამით მომუშავე პერსონალი, ფერმერები, მთამსვლელები, კარტოგრაფები, მასწავლებლები და ტექნიკოსები. ამ პროგრამას „გახდი მარსელი“ ჰქვია. NASA მთელი პლანეტის გამოკვლევას და შორეული მომავლისთვის მთლიანად დასახლებას აპირებს. 

kaxa fachuashvili
ტეგები
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“
18 მარტი, 2016 მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ადამიანებს შესაძლოა, არამიწიერი წარმოშობის გენები გვქონდეს