პირველი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან და გიორგი ასანიძის კომენტარი
04 დეკემბერი, 2016
0
print

ეილათში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ახალგაზრდებში. 20-წლამდელებში საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი აიღო.

 გიორგი დოკვაძემ აკვრაში 124 კილოგრამი დააფიქსირა და მესამე ადგილზე გავიდა. ორჭიდში გიორგი მეოთხე ადგილზე გადის. მისი საბოლოო შედეგია 223 (99+124) კილოგრამი. ჩემპიონი უკრაინელი დმიტრი ვორონოვსკი გახდა. 233 (105+131) კილოგრამით.

მოულოდნელი და კარგი სტარტი საქართველოს ნაკრების წევრისგან.

გიორგი ასანიძე: ყველას გილოცავთ ამ მედალს!

გიორგი დოკვაძის წარმატებულ სტარტზე კომენტარს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე აკეთებს.

ასანიძე: „ჩვენი ყველა სპორტსმენის გამოსვლა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დოკვაძეს, ის პირველად გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე და ყველაფერი კარგად გააკეთა. ექვსივე მისვლა გამოიყენა, რაც დასაფასებელია. მოპოვებული მედალი?  მისთვის ეს კარგი სტარტია და მომავალ წელს, როდესაც მოუწევს საკუთარ ასაკში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, უკვე მეტი გამოცდილებით და თვითრწმენით გააკეთებს ყველაფერს. გილოცავთ ყველას ამ პირველ მედალს“.

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში