ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატზე უკვე 3 მედალი გვაქვს
05 დეკემბერი, 2016
0
print

ეილათში მიდის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ახალგარზდებში. და საქართველოს ნაკრებს უკვე 3 მედალი აქვს.

20-წლამდელებში ატაცში და ორჭიდში ბრინჯაოს მედალი აიღო გოდერძი ბერდელიძემ. მისი შედეგი 263 (121+142) კილოგრამი იყო.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „პირველი დღე ჩვენთვის წარმატებული იყო. მედლებს ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ბიჭებმა მიკროტრავმებით დაიწყეს ტურნირი და მედლების აღება უკვე რთული იყო. ვამაყობ, რომ ორივე, ამ პრობლემების ფონზე მედლებმადე მივიდა. ბიჭებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თავისი რესურსი. ერთი ორჭიდში, ერთი ატაცში და ერთიც - აკვრაში“.

გიორგი ასანიძე (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გოდერძი ბერდელიძე ძალიან კარგ ფორმაში მოდიოდა ტურნირამდე, მაგრამ მხრის ტრავმის გამო, შეექმნა პრობლემები. სამი კვირა თითქმის არ უვარჯიშია. ბიჭმა შეძლო, ამ ეტაპზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. მომავალ წელს მას აქვს 23-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი, სადაც ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მჯერა, რომ ის დაიმკვიდრებს ადგილს დიდებშიც. ვულოცავ ამ წარმატებას ჩვენ ფედერაციას, პრეზიდენტს და ყველა მწვრთნელს, რომელიც ჩართული იყო მოსამზადებელ პროცესში. მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან მაგრად გვიდგას გვერდში და ყველას, ვინც ბიჭებს, ჩვენ ნაკრებს მხარს უჭერს“.

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში