ძალოსნობა. პირველი ოქრო ეილათში!
05 დეკემბერი, 2016
0
print

ისრაელში (ეილათი) გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

23-წლამდელებში, 62კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავდა.

ოქროს მედალი აკვრაში აიღო შოთა მიშველიძემ, რომელმაც მეორე მისვლაზე 129 კილოგრამი დააფიქსირა. საბოლოოდ, მიშველიძე 269 (129+140) კილოგრამით ორჭიდში მესამეზე გადის.

რამინ შამილიშვილმა აკვრაში მესამე ადგილი აიღო. ატაცში ჩვენი ბიჭი მეხუთეა და ორჭიდში ეს მას ასევე 269 (124+145) კილოგრამს აძლევს. შამილიშვილი ორჭიდში მეორეზე გადის.

ჩემპიონი რუმინელი იონუტ ილიე გახდა. 284 (126+158) კილოგრამით.

კახი კახიაშვილი: „მთლად კარგად ვერ გამოვიდნენ ჩვენი სპორტსმენები საბოლოო შედეგების მიხედვით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ავიღეთ 4 მედალი, და მათ შორის-1 ოქრო, უკვე კარგია. ველოდებით მედლებს სხვა წონებშიც“.

ჩვენ ნაკრებს უკვე 7 მედალი აქვს.

ტურნირი გრძელდება. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში