ძალოსნობა. კახი კახიაშვილის დღიურები ელიათიდან
07 დეკემბერი, 2016
0
print

ისრაელში (ელიათი) გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის. ნაკრებს უკვე შეუერთდა ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ჯერ წავა აკლიმატიზაციის პროცესი და რამდენიმე დღეში ლაშა დაიწყებს.

ელიათში ჩვენი სტაბილური გიდი არის საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი. ვუსმენთ ლეგენდას.

კახი კახიაშვილი: „ტურნირი ჩვენთვის მშვენივრად მიდის. უკვე გვაქვს 9 მედალი. ჩამოვიდა ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი და ძალიან მალე ისინიც ჩაერთვებიან ჩემპიონატში. ყველა მოტივირებულია. ყველას უნდა მაქსიმუმის აღება და ყველა ლტოლვით აკეთებს საქმეს. ნაკრები კარგად მოემზადა ჩემპიონატისთვის“.

დასვენებაზე.

კ.კ: „დასვენების დრო თითქმის არ გვაქვს, მაგრამ გუშინ, ეს შანსი გვქონდა და სიამოვნებით დავათვალიერეთ ელიათი. ლამაზი, საინტერესო ქალაქი წითელ ზღვაზე, ისრაელის სამხრეთით. ბევრი დადებითი ემოცია წამოვიდა. ძალიან ბევრი. 10 დეკემბერს ვამთავრებთ გამოსვლას და გვინდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“.

მადლობა ნაკრებს. და მწვრთნელებს. და პრეზიდენტს.

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში