ძალოსნობა. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში. რეზი დავითაძის ვერცხლის მედალი
08 დეკემბერი, 2016
0
print

ისრაელში (ეილათი) მთავრდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ახალგაზრდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მედალი აიღო.

20-წლამდელებში გვყავდა რეზი დავითაძე. ნიჭიერი, მონდომებული ბიჭი, რომელმაც საბოლოოდ, ორი ვერცხლის მედალი მოპოვა.

დავითაძე მეორე იყო ატაცში 157 კილოგრამით და არის მეოთხე აკვრაში (183). ორჭიდში რეზი მეორეზე გადის (340).

ჩემპიონი გახდა იტალიელი ანტონიო პიცოლატო 342 (157+185) კილოგრამით. 

გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „რეზი დავითაძე ნიჭიერი სპორტსმენია. ძალიან რთული იყო წინასწარი განაცხადით მედლის მოპოვება, მაგრამ ჩვენი სპორტსმენის კარგი კონდიციებიდან გამომდინარე, მან კარგი შედეგი აჩვენა. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა.“

მალხაზ ლომთაძე (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ორდღიანი ჩავარდნის შემდეგ, ავიღეთ ორი ვერცხლი. დავითაძე ნიჭიერი სპორტსმენია, რომელსაც შეუძლია მეტის გაკეთება. ორჭიდში რეზიმ საერთაშორისო ტურნირებზე პირადი შედეგი გააუმჯობესა და ეს არ არის მაქსიმუმი.“

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში