ძალოსნობა. ლაშა ტალახაძე ევროპის ახალგაზრდულის ჩემპიონია!
10 დეკემბერი, 2016
0
print

ეილათში (ისრაელი) დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატი 22 მედლით დაასრულა. არაჩვეულებრივი შედეგი.

ჩვენი ნაკრების ბოლო მონაწილე ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე იყო.

ლაშამ უალტერნატივოდ მოიგო.

ლაშა სხვა დონეზე იყო.

ტალახაძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და 205კილოგრამით პირველ ადგილზე გავიდა. ერთი ოქრო.

ტალახაძემ აკვრაშიც მაქსიმუმი გააკეთა და მეორე ოქრო 235კილოგრამით დაიტოვა.

ტალახაძემ ორჭიდში 440 კილოგრამი დააფიქსირა და 42 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონ სავჩუკს.

ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი ტურნირი მოიგო.

ძალოსნობის ახალი ლიდერი არ აგებს. არსად.

ლაშა ტალახაძემ 23-წლამდელებში ორჭიდის ახალი რეკორდი დაამყარა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო.

რაღაცეები არ იცვლება.

საქართველოს ნაკრებმა გენიალურად დაასრულა ჩემპიონატი. 

გიორგი ასანიძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „გილოცავთ ევროპის ჩემპიონატის ასე დასრულებას! ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს  მედალი მოიგო. ოლიმპიადის შემდეგ ეს ლაშას პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტის სამინისტროს, რომელიც ჩვენს ფედერაციას მხარში ედგა და ყველა გულშემატკივარს. ეს გამარჯვება თქვენთვის არის!“

ავთო გახოკიძე (ლაშა ტალახაძის პირადი მწვრთნელი): „ვულოცავ ჩვენს ფედერაციას ამ ოქროს მედალს. ვუსურვებ მეტ ოქროს და მეტ წარმატებას. ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ და პირველ რიგში, ამ წარმატებას ლაშას ოჯახს ვულოცავ.“

მალხაზ ლომთაძე (ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტურნირი ჩვენი ნაკრებისთვის ზღაპრულად დამთავრდა. ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. საერთო ჯამში, 22 მედალი ავიღეთ. ფედერაცია მაქსიმუმს აკეთებს საერთო წარმატებისთვის და ეს შედეგებზეც აისახება“. 

კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი): „კმაყოფილი ვარ ჩვენი სამივე ნაკრების, ანუ გოგონების, ახალგაზრდები 20 წლამდე და მოზარდების შედეგებით. დღეს მივფრინავ თელ-ავივში, სადაც დაგეგმილია სპორტის ხელმძღვანელებთან შეხვედრა. ხვალ იერუსალიმში ჩვენ ნაკრებს შევხვდები და მომავალ წელს სოხუმში შევხედრილიყავით.“

 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში