საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 29 დეკემბერს დასახელდება
21 დეკემბერი, 2016
0
print

29 დეკემბერს, Rooftop-ზე გაიმართება საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, 2016 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონიალი.

დასახელდებიან გამარჯვებულები ნომინაციებში: 1. საუკეთესო სპორტსმენი; 2. საუკეთესო ნაკრები (გუნდი); 3. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი; 4. საუკეთესო მწვრთნელი.

ცერემონიალის დაწყების დრო: 16:00.

წამყვანები: ბიჭი ივანიშვილი, მანიკა ასათიანი.

მუსიკალური გაფორმება: Niutone, Beats, თაკო გაჩეჩილაძე.

მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია ამ გამოკითხვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. წლევანდელი დაჯილდოვება იქნება გამორჩეული. ალბათ, განსაკუთრებული ბევრი ნიუანსის გამო. ჩვენ ვცდილობთ, რომ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ჩვენ კოლეგებს დაუვიწყარი პირობები შევუქმნათ. დაჯილდოვების ცერემონიალი წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება უნდა იყოს.“

გიორგი ასანიძე (საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს სამგზის საუკეთესო სპორტსმენი): „აღნიშნული გამოკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტსმენი, მწვრთნელი მთელი წლის განმავლობაში არ ზოგავს თავს და ჟურნალისტების აღიარება მისთვის ბევრს ნიშნავს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ყურადღებისთვის და პროფესიონალიზმისთვის.“

გიორგი ზურაბიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი): „აუცილებელი გამოკითხვაა. ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ იმ სპორტსმენებს, მწვრთნელებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებენ და ქვეყნისთვის დიდი სიხარული, სითბო მოაქვთ.“

თენგიზ გაჩეჩილაძე (გაზეთ „ლელოს“ საპატიო რედაქტორი): „მე ყველა გამოკითხვის მონაწილე ვარ. პირველი გამოკითხვა 1964 წელს ჩატარდა და გამარჯვებული სლავა მეტრეველი გახდა. ყველა თაობაში არიან საუკეთესოები და ჩვენ ისინი გვახსოვს,გვემახსოვრება.“

გიორგი მჭედლიშვილი (დეველოპერული კომპანია Royal Group-ის დირექტორი): „ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართულ სპორტს. შარშან, ჩავატარეთ აქცია „ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას“, რომელიც წარმატებული, შედეგიანი იყო. სიამოვნებით დავუდექით გვერდში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და მინდა ყველა ქართველ სპორტულ ჟურნალისტს წარმატება და მაღალი დონის შენარჩუნება ვუსურვო.“

29 დეკემბერი. ღირსეულები საუკეთესოები გახდებიან!

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში