ლერი ხაბელოვი: ეს ტურნირი უფრო მასშტაბური უნდა გახდეს
25 დეკემბერი, 2016
0
print

კომპლექსში "ახალი თბილისი" კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. სტუმართა შორის იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის  პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ტურნირი იდეალურად ჩატარდა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის მეგობარმა ლერი ხაბელოვმა რამდენიმე ნიუანსზე ისაუბრა. ვუსმენთ ოლიმპიურის პრეზიდენტს. 

ლერი ხაბელოვი: "ტურნირი ძალიან მნიშნელოვანია როგორც ძალოსნობისთვის, ასევე - მთლიანად ქართული სპორტისთვის. კახი დიდი სპორტსმენი იყო და არის ძალიან კარგი ხელმძღვანელი. ძალოსნობის ფედერაცია ყველაფერს კარგად აკეთებს და ჩემი სურვილია, ეს ტურნირი უფრო დიდი, მასშტაბური გახდეს. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ საერთაშორისო სტატუსი. მეტი სახსრები უნდა გამოყოს მთავრობამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად გაიზარდა საქართველოში ძალოსნობის პოპულარობა და ეს კახის, მისი გუნდის, სწორი პიარის დამსახურებაა. ქართველები ვართ წარმატებულები სპორტის ტრადიციულ, ჩვენთვის ახლობელ სახეობებში. ძალოსნობა ამ სახეობებში შედის. კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატება აღნიშნულ ტურნირს, კახი კახიაშვილს და იმედი მაქვს, ძალოსნობის ფედერაცია ტემპს არ დააგდებს და შემდეგ წელს ასევე წარმატებული იქნება."

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში