ანდრო ბითაძის რომი
31 დეკემბერი, 2016
0
print

ანდრო ბითაძის რომი

ზურა თალაკვაძე

ანდრო ბითაძე ქართული წყალბურთის მომავალია. კიდევ რამდენიმე ძაან კარგ ბიჭთან ერთად. ბითაძე ნაკრების მომავალია. და ანდრო ამ ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი პერსონაჟი გახდა. სადღაც ვაგებთ. ყველაფერს ვერ მოიგებ, შანსი არაა. და მოწინააღმდეგის სტატუსის, ტურნირის და სხვა ნიუანსების განურჩევლად, ბითაძე უკვე მთქმელი მოთამაშე, ლიდერია.

ანდრო იტალიაში თამაშობს. რომში. კლუბს ქვია Roma Vis Nova. საინტერესო, კონკრეტული ვარსკვლავების გარეშე შეკრული გუნდი. და იქ ბითაძე თავის აკორდებს იღებს, ხანდახან სოლირებს. ანდრო ჯერ 19 წლის არის და მგონია, რომ წყალბურთი ბითაძით დაიწყო, იმდენად დიდი ხანია ბიჭი ნაკრების წევრი.

გავიაროთ ბითაძის იტალიური ვოიაჟი.

წავედით.

ანდრო ბითაძე: ჩავედი თუ არა, სამ დღეში ეგრევე თამაში მქონდა. თასის. შემდეგ დაიწყო ჩემპიონატი. 2 თამაში უკვე იქ გვქონდა. პატარა პაუზა და უკვე თასის მეორე ფაზა იწყება. თითქმის არ ვაგდებთ კვირას. მახსოვს ჩემი დებიუტიც. ვხვდებოდით Ortigia-ს და 1 გოლი გავიტანე. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული.

ანდრო და ლეგიონერები.

ა.ბ: კლუბში სამი ლეგიონერია. ხორვატი ზდრავკო დელაში, რომელიც მაკედონიის მოქალაქეა და მაკედონიის ნაკრებში თამაშობს. 34 წლის ვეტერანი, რომელიც წყალბურთში ყველაფრის აზრზეა. შემდეგ, ხორვატი იოსიპ იერკოვიჩი და მე. ჩვენი მწვრთნელია იტალიელი კრიშტიანო ჩოკეტი. 50 წლის, ძალიან კარგი სპეციალისტი, პროფესიონალი.

განრიგზე.

ა.ბ: სექტემბრიდან ჩემპიონატის 8 თამაშში მივიღე მონაწილეობა, თასზე - 7. თასი ტურებად მიდის, ძალიან საინტერესო და კარგად დაგეგმილი ტურნირია.

იტალიის ჩემპიონატის ვარსკვლავებზე.

ა.ბ: იტალიაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. ფინანსურად, აქ ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული. და ეს ორგანულად გადადის მაღალი დონის მოთამაშეების მიგრაციაში. ალექსანდრე ივოვიჩი (მონტენეგრო), დუშან პიეტლოვიჩი (ხორვატია), სანდრო სუკნო (ხორვატია), პიეტრო ფილიოლი (იტალია), ვალენტინო გალო (იტალია). და გალოს თანაგუნდელია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მარკო ელაჩა.

თავისუფალ დროზე.

ა.ბ: დრო მაქვს. ყოველდღე 5-6 საათი ვვარჯიშობ და მერე, თუ სახლის თამაშია, ყველა ერთად მივდივართ ბარში, ვისვენებთ, ვერთობით. რომში მყავს ქართველი მეგობარი, რომელიც ხშირად მნახულობს და ჩვენ მეგობრებთან ერთად მივდივართ ქალაქის დასათვალიერებლად. თამაშები შაბათობით არის.

გამოცდილებაზე.

ა.ბ: წყალბურთი კარგად მონტენეგროში ვისწავლე, მაგრამ აქ, იტალიაში ავთამაშდი. ვგრძნობ, რომ ყველასთან შეიძლება ბრძოლა. მაგრად მეხმარებიან თანაგუნდელები. ისინი სწორი თამაშით ხელს მიწყობენ.

ჩვენი შეხვედრა მთავრდება. კოხტა კაფეში გავესაუბრე ქართული წყალბურთის მომავალს და თუ ბითაძე ამ ტემპებით გააგრძელებს, ესმომავალი ევროპასაც შეეხება.

ძალიან კარგი ბიჭი, რომელიც მორიდებული და უკვე საკმაოდ სახიფათოა. მორიდებული - აქ, ყოველდღიურობაში და დაუნდობელი იქ, აუზში.

ალბათ, ასეც უნდა იყოს.

ბითაძე სწორ წყალბურთს თამაშობს და ანდრო მოუმატებს.

ა.ბ: მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო დამდეგი ახალი წელი. ბედნიერები, ჯანმრთელები ვიყოთ. ეს მთავარია.

ჩვენც გილოცავთ, ანდრო.

 

 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
22 მარტი 08:22 ერთი დღე აკადემიაში
22 მარტი 07:45 ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
13 მარტი 21:20 გადაცემა 5/5: მწვრთნელებმა საუკეთესოები დაასახელეს
13 მარტი 09:58 ბოულინგის მედიატურნირი სოციალური მხარდაჭერით
03 მარტი 22:01 ზამთრის უნივერსიადა 2017
21 თებერვალი 20:05 განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ორწლიანი ციკლი შეაჯამა
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში