ძალოსნობა. თბილისის ჩემპიონატის წინ
12 თებერვალი 14:59
0
print

ძალოსნობა. თბილისის ჩემპიონატის წინ

13-15 თებერვალს, ოლიმპიური რეზერვების მომზადების ცენტრში გაიმართება თბილისის ღია პირველობა ძალოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 15 და 17 წლამდე ჭაბუკები.

15-წლამდელები 9 წონით კატეგორიაში (36, 40, 45, 50, 56, 62, 69, 77, +77) გამოავლენენ საუკეთესოებს.

17-წლამდელებში 8 წონითი კატეგორია (45, 50, 56, 62, 69, 77, 85, +85) არის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს საქართველოს 10 რეგიონი. მონაწილეთა რაოდენობა - 120.

ტურნირის ორგანიზატორია თბილისის ძალოსნობის ფედერაცია. ჩემპიონატის გენერალური სპონსორია თბილისის მერია.

ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „ყველას გიწვევთ დარბაზში. ეს იქნება 2017 წლის ძალოსნობის სეზონის გახსნა. ამ ტურნირზე დაიწყება საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად საუკეთესოების სელექცია. 2016 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ძალოსნობის განვითარების უფრო აგრესიული პროგრამა. ეს აუცილებელი იყო, არის. გაიხსნა არაერთი დარბაზი და უკვე მიდის კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნისთვის აუცილებელი სამუშაოები. მაგრამ ამ დარბაზებში უნდა შევიდნენ სპორტსმენები, რაც მხოლოდ ძალოსნობის პოპულარიზაციით შეიძლება მოხდეს. ქვეყანაში ნებისმიერი ტურნირის ჩატარება მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას გაწეული დამხარებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენ პარტნიორს, კომპანია „გალერეა იტალიანას“ გვერდში დგომისთვის.“

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „წელს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას 120 სპორტსმენი, რაც ახალი რეკორდია. ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის ამდენი მონდომებული მონაწილით გახსნა. შარშან უკვე გავხსენით 14 დარბაზი და წელს მათ რიცხვს კიდევ 2 დაემატა. ინფრასტრუქტურა ვითარდება და ამის შედეგია მონაწილეების საერთო რიცხვის გაზრდა. ჩვენი მიზანია ძალოსნობის წინსვლა. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება.“

თბილისის ღია პირველობა 2013 წლიდან ტარდება.

ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სხვასასხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას თქმით, ყველაფერი მზად არის პირველობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

გელოდებით დარბაზში. 12 საათიდან, ყოველდღე სამი დღის განმავლობაში. 

zura talakvadze
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 22:36 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. ბოლო დღე
14 თებერვალი 21:58 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. II დღე
13 თებერვალი 22:50 ძალოსნობა. თბილისის ღია პირველობა. I დღე
13 თებერვალი 15:11 „მგზავრების“ საშუალო შედეგიანობა სამოყვარულო ლიგის მიმდინარე რეგულარულში
27 იანვარი 17:37 საქართველო ზამთრის მსოფლიო უნივერსიადაზე
27 იანვარი 11:50 ძალოსნობა. კასპში ახალი დარბაზი იხსნება
16 იანვარი 12:09 ხმა მიეცით ლაშა ტალახაძეს!
12 იანვარი 14:22 კომპანია “რომპეტროლ საქართველო” – ქართული სპორტის მუდმივი გულშემატკივარი
12 იანვარი 11:59 ლაშა ტალახაძე: დიდი მადლობა თქვენ
31 დეკემბერი, 2016 ქართული ძალოსნობის ჯადოსნური სეზონი